საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ასოცირებული პროფესორის გივი ბედიანაშვილისა და დოქტორანტ გიორგი კოხრეიძის ერთობლივი სტატია გამოქვეყნდა

    მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში TEM JOURNAL - Technology, Education, Management, Informatics (https://www.temjournal.com) გამოქვეყნდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის გივი ბედიანაშვილის და დოქტორანტ გიორგი კოხრეიძის ერთობრივი სტატია: Givi Bedianashvili & Giorgi Kokhreidze.(2024). Global Sustainable Competitiveness for Countries on the Way Toward EU Integration. TEM Journal, 13(2), 1684-1694. ჟურნალი წარმოდგენილია SCOPUS-ის და Web of Science-ის ბაზებში.
    სტატია განიხილავს კონკურენტუნარიანობის საკითხს ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ სისტემებში კონფრონტაციული გლობალიზაციის გავლენის გათვალისწინებით. ამასთან, გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის კონცეფცია, მის შესაბამის მოდელთან ერთად, განიხილება აღნიშნული გამოწვევების ადეკვატურ პასუხად. კვლევა ეფუძნება ისეთ ემპირიულ მეთოდებს, როგორიცაა პანელური რეგრესია და სტრუქტურული განტოლების მოდელირება. კვლევის შედეგები საინტერესოა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მყოფი ქვეყნების მდგრადი კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის მექანიზმების ფორმირების კონტექსტით.
     

    თარიღი: 31/05/2024