საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    თსუ-ში ღია კარის დღის ფარგლებში თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ფაკულტეტების დეკანებთან ერთად აბიტურიენტებს შეხვდა.

    ღია კარის დღე თსუ-ში

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღის ფარგლებში თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ფაკულტეტების დეკანებთან ერთად აბიტურიენტებს შეხვდა.

    რექტორმა უნივერსიტეტში მიმდინარე ფუნდამენტურ ცვლილებებზე, სიახლეებსა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც თსუ სთავაზობს მომავალ სტუდენტებს.

    ფაკულტეტების დეკანებმა აბიტურიენტებს მიაწოდეს ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამებზე სწავლა-სწავლების, საუნივერსიტეტო ცხოვრების, გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიების, სპორტული და შემოქმედებითი აქტივობების შესახებ.

    შეხვედრის ბოლოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა უპასუხეს აბიტურიენტების კითხვებს. 

    ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს  80-მდე საბაკალავრო პროგრამაზე 6928 პირველსემესტრელს მიიღებს. 

     


     

    თარიღი: 25/03/2025