საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ინფორმაცია ელექტრონული სწავლების შესახებ

    თსუ ფაკულტეტები 2020 წლის 23 მარტიდან  ელექტრონული სწავლების ელემენტებზე (სინქრონული და ასინქრონული)  გადავა: 
    აღნიშნული სიახლე, საშუალებას მოგვცემს სასწავლო პროცესი არ გაცდეს დღეს არსებულ აკადემიურ კალენდარს, რომლის თანახმადაც აკადემიური პროგრამებისთვის სააუდიტორიო  მეცადინეობები 27 ივნისს სრულდება. 
     
    გიზიარებთ დამატებით ინფორმაციას: 
     
    • სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია სასწავლო პროცესის ელექტრონული სისტემების (LMS,  Moodle და სხვა)  დეტალური გზამკვლევები, რომელთა დახმარებითაც სტუდენტები შეძლებენ გაიარონ რეგისტრაცია.  იხილეთ ლინკი
     
    • ონლაინ სემინარების/ლექციების ჩატარებისთვის არის რეკომენდაცია გამოვიყენოთ zoom.us,  რომლის დახმარებითაც შეძლებთ პედაგოგებთან კომუნიკაციას; 
     
    • კონკრეტულ პედაგოგთან საკომუნიკაციო საშუალებების შესახებ ინფორმაციას (სალექციო მასალები, აუდიო ჩანაწერები და სხვა) მიიღებთ LMS ბაზაში შეტყობინენებიდან;
     
    • ფაკულტეტის ვებ გვერდზე გახსნილია ფანჯარა „ელექტრონული სწავლება“, სადაც განთავსებულია სწავლების სამივე საფეხურისთვის კათედრებისა და სასწავლო კურსის შესაბამისად ელექტრონული სასწავლო მასალები; 
     
    • სასწავლო კურსებში პედაგოგთან ურთიერთობისთვის შესაძლებელია გამოიყენოთ კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება, რათა ერთად შევძლოთ ახალი გამოწვევის დაძლევა. 
     
     
     
    დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ფაკულტეტების ადმინისტრაციას: 
     
    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
     
    (+995 32) 2 250484  შიდა ნომრები:  97 33;  97 66; 97 20; 97 23
     
    თარიღი: 19/03/2020