eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის შედეგები

2026 წლის 30 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარდა ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებმა.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორებისაგან შემდგარი შემფასებელი კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტები:
I ადგილი - რუსუდან ჯაყელი, თემა: ,,სოციალური მედიის გავლენა საგანმანათლებლო მომსახურების მომხმარებელთა ქცევაზე”, ხელმძღვანელი: პროფესორი ნუგზარ თოდუა;
II ადგილი - უჩა ჯავახიძე, თემა: ,,კრიპტოვალუტის გლობალური ბაზრის სტატისტიკური ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები“, ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე;
III ადგილი - ზურაბ აბრამიშვილი, თემა: ,, ციფრული ლარის (GELT) ინფრასტრუქტურის იმპლემენტაციის მაკროეკონომიკური ანალიზი’’, ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია.
გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები და ფულადი ჯილდოები.

თარიღი: 31/07/2026