საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიება!

    პირველ რიგში, გილოცავთ უნივერსიტეტის დამთავრებას!

    გაცნობებთ, რომ 3 აგვისტოს, ხუთშაბათს, 20.00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის ეზოში გაიმართება ბაკალავრიატის და მაგისტრატურის 2023 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება.

    ღონისძიების დაწყების წინ, სხვადასხვა ფაკულტეტების წარმომადგენლები უნდა მობრძანდნენ თსუ პირველი კორპუსის შენობაში, 19:30 საათზე, ფაკულტეტებისთვის გამოყოფილ სპეციალურ სივრცეებში: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი კურსდამთავრებულები შეიკრიბებიან შენობის მე-3 სართულზე, მარცხენა დერეფანში.

    იმავე საღამოს, ღონისძიების შემდგომი წვეულება გაიმართება კუს ტბაზე, რომელსაც მუსიკალურად გააფორმებენ: GOOFY LAND, SUMO, FARNA, BERO.

    ამას გარდა, 31 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, თსუ პირველი კორპუსის ეზოში თქვენთვის მოწყობილი იქნება ფოტოზონები, სადაც შესაძლებლობა გექნებათ მოაწყოთ ფოტოსესიები ჯგუფელებთან, მეგობრებთან  ერთად.

    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ის კურსდამთავრებულები, რომელთაც ჯერ არ აუღიათ მანტიები და ქუდები, უნდა მობრძანდნენ 31 ივლისს, 1, 2 ან/და 3 აგვისტოს, 10:00-დან 17:00 საათამდე, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპისის ფოიეში ან 602-ე ოთახში.

    აქვე ფაკულტეტის კურსდამთავრებულები საჩუქრად მიიღებენ კაშნებს. 

    მანტიების და ქუდების დაბრუნება, ფაკულტეტების მიხედვით, მოხდება იგივე მისამართზე, 4 და 7 აგვისტოს, 11.00-დან  16.00 საათამდე.

    გისურვებთ წარმატებებს!

    თარიღი: 26/07/2023