საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2026-02-26
თარიღი 17:15 სთ
მისამართი ახმეტა

2026 წლის 26 თებერვალს ახმეტაში ახმეტის მუნიციპალიტეტში დაფუძნებული მულტიფუნქციური ახალგაზრდულ სივრცეში სახელწოდებით ’’ფიქრის კუთხე’’ გაიმართა პირველი საჯარო ლექცია  გამართეს მათემატიკოსმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ილია თავხელიძემ და ფიზიკოსმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა თეიმურაზ ნადარეიშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ ახმეტის სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები. შეხვედრის ძირითადი აქცენტი გაკეთდა ფუნდამენტური მეცნიერებების რაობაზე  თუ რას წარმოადგენს ფიზიკა და მათემატიკა თავისი არსით და როგორ განსაზღვრავს მათი პრინციპები ჩვენს ცხოვრებას.საღამომ ძალზე დინამიურად,საინტერესოდ წარიმართა. დაისვა მრავალი კითხვა, რომლზეც მომხსენებლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს. გამოითქვა სურვილი, რომ მსგავსი შეხვერდები მომავალშიც გაგრძელდეს.

’’ფიქრის კუთხე’’ ახმეტის მუნიციპალიტეტში დაფუძნებული მულტიფუნქციური ახალგაზრდული სივრცეა, რომელიც თანამედროვე სამუშაო გარემოს, საგანმანათლებლო პლატფორმასა და კულტურულ-გასართობ აქტივობებს აერთიანებს. პროექტი შეიქმნა ინოვაციების ცენტრი Rethink-ის ორგანიზებით, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით, ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, ასევე AAH South Caucasus-ისა და Akhmeta LAG-ის ჩართულობით. შემოქმედებითი გუნდი (იაკობ სამუკაშვილი, ალექსანდრე გაგანაშვილი,გარი ქინქლაძე) აქტიურად თანამშრომლობს მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რათა ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი რესურსი შესთავზონ და განვითარებაში ხელი შეუწყონ.

მსგავსი ღონისძიებები