საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
    დ ე კ ა ნ ი ს   ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

    ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 2 მარტის N9 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 30–ე მუხლის მე–4 ნაწილის, ჰუმანიტარულ მეცნირებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გამგეობის 2012 წლის 29 მარტის სხდომის N13 ოქმისა და დოქტორანტ ლეილა ავიძბას  2012 წლის 30 მარტის მომართვის საფუძველზე,

    ვბრძანებ:
    1.    შევიდეს ცვლილება ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 2 მარტის N9 ბრძანებაში და ბრძანების 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „ფილოლოგიის დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ლეილა ავიძბას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართოს 2012 წლის 23 აპრილს, 17:00 საათზე, თსუ–ის V კორპუსში, 313 აუდიტორიაში“.
    2.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
    3.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტ ლეილა ავიძბასთვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
    4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
    დეკანი
    ასოცირებული პროფესორი                        დარეჯან თვალთვაძე