საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ამერიკისმცოდნეობის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტი და ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე 2026 წლის 8 მაისს გამართავენ აშშ-ს დაარსებიდან 250-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „თავისუფლება, თანასწორობა, დემოკრატია: ამერიკული იდეის ევოლუცია“.

კონფერენციის მიზანია სტუდენტთა მიერ ამერიკული პოლიტიკური, სოციალური და კულტურული იდეების ისტორიული განვითარებისა და თანამედროვე მნიშვნელობის გააზრება, დამოუკიდებლობის ეპოქიდან დღემდე.

კონფერენციის ჩატარების ადგილი: 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.


კონფერენციის რეგლამენტი:


მოხსენება – 15 წუთი;
დისკუსია – 5 წუთი;
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური.


მნიშვნელოვანი თარიღები:
 თეზისების მიღების ვადა: 6 აპრილი
 მოხსენების სრული ტექსტის მიღება: 27 აპრილი

კონფერენციაში მონაწილეობისთვის სავალდებულოა სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის წერილობითი დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ წარმოდგენილი თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია მათი წარდგენა ამერიკისმცოდნეობის სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე.

საკონტაქტო პირი: ლუკა ჯინჭარაძე - ამერიკისმცოდნეობის პროგრამის დოქტორანტი, სტუდენტთა სამეცნიერო წრის თავმჯდომარე თსუ, კორპ. 2, ოთახი 152, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო
ელ-ფოსტა:  luka.jincharadze@tsu.ge
 
თეზისები უნდა შეიცავდეს:
 მოხსენების თემის ფორმულირებას;
 კვლევის მეთოდსა და/ან გამოყენებულ წყაროებს;
 ძირითად არგუმენტებსა და/ან დასკვნებს, რომლებიც ნათლად ასახავს კვლევის შედეგებს.

თეზისების გაფორმების წესი:
 ფონტი: Sylfaen
 ზომა: 12
 სტრიქონებს შორის მანძილი: 1,5 სმ.
 სათაური: ცენტრში, შრიფტის ზომა: 16, Bold (მუქი შრიფტით)

 ავტორის სახელი, გვარი, დაწესებულება მარჯვნივ, შრიფტის ზომა 14
 მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი (200-დან 300 სიტყვამდე)
 ველები ყველა მხარეს: 2,5 სმ.

თარიღი: 06/02/2026