საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    არაბისტი მაგისტრანტის მიერ მოპოვებული სასწავლო სტიპენდია კატარის უნივერსიტეტში

    არაბისტი მაგისტრანტის მიერ მოპოვებული სასწავლო სტიპენდია კატარის უნივერსიტეტში

     

    თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ულოცავს არაბისტიკის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტ თამთა ბიწაძეს კატარის უნივერსიტეტის არაარაბთათვის არაბული ენის სწავლების ცენტრის სასწავლო სტიპენდიის მოპოვებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის!

    ვიმედოვნებთ, თამთა ნაყოფიერად გამოიყენებს არაბულ უნივერსიტეტში სწავლის წელს და ვისურვებდით,  თსუ-ს კიდევ ბევრ  არაბისტ სტუდენტს მისცემოდეს ამგვარი ბედნიერი პროფესიული შანსი - ისწავლოს ერთ-ერთ საუკეთესო არაბულ უნივერსიტეტში (მიმდინარე წელს ამავე სტიპენდიით არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი სოფია გევორქიანი ეუფლება არაბულს კატარის უნივერსიტეტის არაბული ენის ცენტრში).

    მადლობა კატარის უნივერსიტეტს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის!

     

    თარიღი: 18/03/2021