თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2-3 ნოემბერს გამართავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის არმენოლოგიის კათედრის დაარსების მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას (თემატიკა – ქართულ-სომხური ისტორია-ფილოლოგია, ქართველოლოგია).
იმუშავებს შემდეგი სექციები:
ისტორია და ისტორიოგრაფია
ლიტერატურათმცოდნეობა
წყაროთმცოდნეობა
კულტურის კვლევები
ხელოვნებათმცოდნეობა
არქივმცოდნეობა
კონფერენციის პროგრამის სანახავად იხ. დანართი.