ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრა და თსუ არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება გიწვევთ მუდმივმოქმედ სემინარზე „სამეცნიერო საუბრები ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიის საკითხებზე“
პროფესორი სებასტიან ჰოფმანი (ტრირის უნივერსიტეტი) წაიკითხავს მოხსენებას თემაზე „ენობრივი კორპუსის ფონოლოგიური და ლექსიკური ანალიზი“.
1 ივნისი, 14 საათი, თსუ მეხუთე კორპუსი, აუდ. 203