თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ს/ს ინსტიტუტი 2023 წლის 30-31 მაისს გამართავს პროფესორ ირინე მელიქიშვილის დაბადების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 25 აპრილამდე თეზისები უნდა გადმოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: rus_asatiani@hotmail.com
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი.
რეგლამენტი:
მოხსენება – 20 წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი.
მოგონება – 10 წუთი
იხ. თეზისების გაფორმების წესი.
საკონტაქტო პირები: ასოც. პროფესორი რუსუდან ასათიანი, ფილოლოგიის
დოქტორი ნინო პოპიაშვილი