თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 10-11 ივლისს გამართავს პროფესორ ნოდარ კაკაბაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ XVII საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 5 ივნისამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: conference.hum@tsu.ge
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
თეზისების გაფორმების წესი იხ. დანართში.
საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნათია ფუტკარაძე
თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.