საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    რისმაგ გორდეზიანის დაბადებიდან 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია

    თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი მიმდინარე წლის 9-10 ივნისს მასპინძლობს კონფერენციას "ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის აქტუალური საკითხები", რომელიც ეძღვნება ცნობილი ქართველი ელინისტის, თსუ ემერიტუსი პროფესორის, აკადემიკოსის, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დამაარსებლის, რისმაგ გორდეზიანის დაბადებიდან 85-ე წლისთავს.

    ამასთან, 9 ივნისს ტრადიციულად აღინიშნება  კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ინსტიტუტის დღე. გიზიარებთ 9 და 10 ივნისს დაგეგმილი  ღონისძიებების გრაფიკს.

     

    9 ივნისი

     

    11.00-12.00 - კონფერენციის გახსნა, მისალმებები და მილოცვები

    14.00 - 15.00 - ინსტიტუტის დღე (ინსტიტუტის საქმიანობის შეჯამება და მაკა ქამუშაძის, ალექსანდრე ალექსიძის, თინა გიორგობიანის სტიპენდიანტების დაჯილდოება) 

    15.30 - 17.00 - კონფერენციის სექციების მუშაობა

    17.00 - გრიგოლ წერეთლის ბიუსტის შემკობა ყვავილებით 

     

    10 ივნისი 

     

    12.00 - 17.30 - კონფერენციის სექციების მუშაობა

     

    კონფერენციის გახსნა და ინსტიტუტის დღე ჩატარდება თსუ მერვე კორპუსში, 220-ე აუდიტორიაში. კონფერენციის სექციები იმუშავებს 220-ე და 221-ე აუდიტორიაში.

     

    დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი.

    თარიღი: 09/06/2025