საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    საერთაშორისო კონფერენცია - სალიტერატურო ენის საკითხები: ძირითადი ტენდენციები და პრობლემები

    სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება მართავენ ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე – სალიტერატურო ენის საკითხები: ძირითადი ტენდენციები და პრობლემები.

    კონფერენცია გაიმართება 2025 წლის 14-15 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

    თეზისები მიიღება ელფოსტით შემდეგ მისამართზე: interconference@tsu.ge

    კონფერენციის ძირითადი თემები:

    • სალიტერატურო ენის ნორმები: ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა;
    • ენათა სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის პრობლემები: კოდიფიკატორ(ებ)ის როლი;  ენის კოდიფიკაციის ძირითადი ტენდენციები;
    • ენის სტანდარტიზაციაზე მოქმედი ფაქტორები (პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ტექნოლოგიური...);
    • სალიტერატურო ენის ნორმების დანერგვა საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მეშვეობით;
    • საზოგადოების დამოკიდებულება სალიტერატურო ენის ნორმებისადმი.
    • სალიტერატურო ენის საკითხების კვლევა და სწავლება.

     

    თეზისების მიღების  ვადა: 25 თებერვალი, 2025

    თეზისების შეფასება (დადასტურება): 5 მარტი, 2025

    კონფერენციის პროგრამის გამოქვეყნება: 15 მარტი, 2025

     

    იხ. თეზისების გაფორმების წესი

    თარიღი: 19/12/2024