საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სამეცნიერო კონფერენცია "ინოვაციები XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში"

    24 დეკემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტი ჩაატარებს რიგით მეხუთე კონფერენციას: „ინოვაციები XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში.“

    კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართული ლიტერატურის პრობლემატიკით დაინტერესებულ ყველა მსურველს.

    გთხოვთ, ა. წ. 15 დეკემბრამდე განსახილველად წარმოადგინოთ მოხსენების სათაური მცირე ანოტაციასთან ერთად, რომელშიც გამოკვეთილი იქნება ის სიახლე ქართული ლიტერატურის ისტორიისა თუ ქართული ლიტერატურული კრიტიკის თვალსაზრისით, რომელსაც შემოთავაზებული მოხსენება ეძღვნება.

    კონფერენციის სამეცნიერო კონსულტანტი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე.

    კონფერენციის კოორდინატორები:

    თსუ მეცნიერ-მკვლევარი ირმა მაკარაძე. მობ.: 577 252518

    თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის უფროსი სპეციალისტი თამარ მელიქიძე. მობ.: 558 483828

    ქართული ლიტერატურის ისტორიის ს/ს ინსტიტუტის უფროსი სპეციალისტი კოტე ლომიძე. მობ.: 579 136011.

    საკონტაქტო ინფორმაცია:

    თსუ, ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #13;

    ელ.ფოსტა: kartvelologist@gmail.com; makaradze85@gmail.com; lomidze.kote1@gmail.com.

     

     

    თარიღი: 08/11/2022