ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკად. შოთა ძიძიგურის სახელობის ბასკოლოგიის ცენტრი და თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ს/ს ინსტიტუტი 2023 წლის 12 ივნისს გამართავენ სტუდენტურ კონფერენციას − ბასკური ენისა და ლიტერატურის აქტუალური პრობლემები.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა 2023 წლის 31 მაისამდე ხელმძღვანელის რეკომენდაცია და თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: irina.nozadze@tsu.ge (საკონტაქტო პირი: ირინა ნოზაძე).
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი.
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
თეზისების გაფორმების წესი იხ. დანართში.