საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

    ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

     

    თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2025 წლის 17 აპრილს გამართავს
    ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას.
     
    კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 20 მარტამდე თეზისები უნდა
    გადმოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: javakhishvili_students@tsu.ge
     
    კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
    სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.
     
    სამუშაო ენა: ქართული.
    რეგლამენტი:
    მოხსენება სექციის სხდომაზე – 15 წუთი;
    მსჯელობა – 10 წუთი.


    სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნა, რომ
    თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და
    შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
    მიერ ორგანიზებულ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ სტუდენტთა კონფერენციაში.

     

    თეზისების გაფორმების წესი:
    ფონტი: Sylfaen
    ზომა: 12
    ინტერვალი: 1,5
    მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი ( 250 სიტყვა)


    საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი

    თარიღი: 07/02/2025