საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    შეხვედრა ცნობილ ბერძენ მწერალ დიმიტრის დიმიტრიადისთან

    თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი საქართველოში საბერძნეთის საელჩოსთან და საერთაშორისო ფესტივალ "GIFT"-თან თანამშრომლობით გიწვევთ შეხვედრაზე ცნობილ ბერძენ მწერალ დიმიტრის დიმიტრიადისთან. 

     

    დიმიტრის დიმიტრიადისი არის თანამედროვე საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალი, დრამატურგი და მთარგმნელი, არაერთი ლიტერატურული და სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი, შექსპირის, მოლიერის, ბალზაკის, ჟან-პოლ სარტრის, სამუელ ბეკეტის, მორის მეტერლინკის და სხვათა ბერძნულად მთარგმნელი. დიმიტრის დიმიატრიადისის პიესები წარმატებით იდგმება მსოფლიოს ბევრ პრესტიჟულ სცენაზე. მისი საკულტო ნაწარმოები "ვკვდები როგორც ქვეყანა" ქართულად ითარგმნა და გამოიცა მწერალთა სახლის ხელშეწყობით (მთარგმნელი: თათია მთვარელიძე).

     

    შეხვედრა  „დიმიტრის დიმიტრიადისი - კულტურათაშორისი დიალოგი“ გაიმართება 2022 წლის 23 ოქტომბერს, 17:00 საათზე თსუ-ს პირველ კორპუსში, მეორე სართულზე, უნივერსიტეტის მუზეუმში. შეხვედრა წარიმართება ბერძნულად და პარალელურად ითარგმნება ქართულად. 

     

    იხ. მოსაწვევი.

     

    თარიღი: 17/10/2022