საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!

     

    ცხადდება კონკურსი 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს" ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად. 

     

    კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარმოადგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 8 მაისიდან 2023 წლის 16 მაისის ჩათვლით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, თსუ პირველი კორპუსის 208 ოთახში.

     

    განაცხადთან ერთად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:

    1. პირადობის მოწმობის ასლი

    2. საბანკო ანგარიშის ამონაწერი 

    3 შესაბამისი აქტივობების დამდასტურებელი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში)

     

    პირველადი შედეგების პროექტი გამოქვეყნდება ა.წ. 18 მაისს

    აპელაციის შემოტანა შესაძლებელია ელექტრონულად 19 მაისს 17:00 საათამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: stiphumanities@tsu.ge 

     

    განაცხადის ფორმა

     

    - კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრების სტუდენტები!

    - დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!

    პირადობის მოწმობისა და საბანკო ამონაწერის გარეშე განაცხადი არ მიიღება

    თარიღი: 05/05/2023