საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სოციოლინგვისტიკის საზაფხულო სკოლა

    2024 წლის 29 ივლისი - 3 აგვისტო, თსუ

    სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის მართავენ ერთკვირიან საზაფხულო სკოლას სოციოლინგვისტიკაში, რომელიც გაგრძელდება 2024 წლის 29 ივლისიდან 3 აგვისტომდე. სოციოლინგვისტიკის საზაფხულო სკოლა იმუშავებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში.

    საზაფხულო სკოლა სოციოლინგვისტიკაში მიზნად ისახავს ფილოლოგიის, ენათმეცნიერების, ეთნოლოგია-ეთნოგრაფიისა და სოციოლოგიის მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და სადოქტორო პროგრამის შემდგომი პერიოდის სპეციალისტებს მისცეს ცოდნა სოციოლინგვისტიკის თეორიასა და პრაქტიკაზე, ენობრივ კონტაქტთა სახეებსა და შედეგებზე, ლინგვისტურ სიტუაციაზე, სახელმწიფოში ენობრივ იერარქიაზე, ენობრივ პოლიტიკასა და ადამიანის ენობრივ უფლებებზე.

    სალექციო კურსები:

    • გლობალური სოციოლინგვისტიკის პრობლემები (პროფ. დიკ სმაკმანი, ლაიდენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფო)
    • მრავალენოვანი საზოგადოება: კონტაქტები, კონფლიქტები და მათი მართვა
    • (დოქტორი ჰენინგ რადკე, ამსტერდამის უნივერსიტეტი)
    • ენობრივი პოლიტიკა - სხვადასხვა სახელმწიფოების ენობრივი პოლიტიკის განხილვა/ანალიზი (პროფ. მაიკლ ლონგი, ბეილორის უნივერსიტეტი, აშშ)
    • სხვადასხვა ქვეყანაში ენობრივი კონტაქტების სოციალური ასპექტები (თურქული ენის მაგალითზე) (პროფ. მათიას კაპლერი, კაფოსკარის უნივერსიტეტი, ვენეცია)
    • კავკასიის ენები და ენათმეცნიერება (თომას ვიერი, თავისუფალი უნივერსიტეტი, თბილისი)
    • საქართველოს ენობრივი სიტუაცია (პროფ. თინათინ ბოლქვაძე, თსუ)

    სტუდენტთა რეგისტრაცია სოციოლინგვისტიკის საზაფხულო სკოლაში

    სტუდენტთა განაცხადები მიიღება 20 ივლისამდე ონლაინ განაცხადის ფორმის გამოყენებით:

    ქართულად: https://shorturl.at/dwCL9 ინგლისურად: https://shorturl.at/dsAY7

    ან აპლიკანტმა უნდა გამოგზავნოს სამოტივაციო წერილი ელ მისამართზე:
    gashol.ge@gmail.com

    თარიღი: 25/03/2024