საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ენციკლოპედიის „ანტიკური კავკასია“ გამოცემის ანგარიშის წარდგენა

2022 წლის 30 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შავი და ხმეთალშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელ კომისიასა და საქართველოს საპატრიარქოს ქართველოლოგიურ ცენტრთან თანამშრომლობით ატარებს სხდომას: ენციკლოპედიის „ანტიკური კავკასია“ გამოცემის თანამედროვე მდგომარეობა და სამომავლო გეგმები (პროექტის ხელმძღვანელისა და საგამომცემლო ჯგუფის ანგარიში).

 

სხდომა ჩატარდება ინსტიტუტის (თსუ VIII კორპუსი ი. ჭავჭავაძის გამზირი 13) 220-ე აუდიტორიაში, 17:00 საათზე.

 

მსურველებს შეეძლებათ რედუცირებულ ფასად შეიძინონ ენციკლოპედიის უკვე გამოცემული ტომებისა და ნაკვეთების სრული კომპლექტი

Caucasus Antiquus

 

 

 

თარიღი: 29/09/2022