ძვირფასო სტუდენტებო,
გაცნობებთ, რომ სტუდენტთა მოთხოვნის საფუძველსა და იურიდიულ ფაკულტეტზე არსებული რესურსების გათვალისწინებით 2025 წლის 19 სექტემბერს 17:00 საათზე დაემატება ადგილები სავალდებულო საგნებს.
არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე რეგისტრაციის გარეშე.
შეგახსენებთ, რომ სამუშაო ჯგუფების (სემინარები) ცხრილი ვებ-გვერდზე განთავსდება - 25 სექტემბერს 17:00 საათზე, ხოლო სამუშაო ჯგუფებზე (სემინარები) რეგისტრაცია დაიწყება 26 სექტემბერს 17:00 საათიდან.
უცხო ენებს სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ირჩევენ სამუშაო ჯგუფებთან (სემინარები) ერთად 26 სექტემბერს 17:00 საათზე.
იურიდიული ფაკულტეტი გისურვებთ წარმატებულ სემესტრს!
თსუ იურიდიული ფაკულტეტი - უმაღლესი იურიდიული განათლების საუკუნოვანი ტრადიცია