ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ჰარვარდის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით სტუდენტებს სთავაზობს ერთობლივ კურსს საავტორო სამართალში.
კურსი განკუთვნილია საავტორო სამართლით დაინტერესებული პირებისათვის და მოიცავს ამერიკის საავტორო სამართალის აქტუალურ საკითხებს. ქართველი სტუდენტებისათვის კურსი დამატებით მოიცავს საქართველოს საავტორო სამართლის მნიშვნელოვან პრაქტიკას.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ჰარვარდის სამართლის სკოლის სერტიფიკატი. აპლიკაციების მიღება ცხადდება 2023 წლის 19 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით!
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ http://copyx.tsu.ge