საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    შეხვედრა თემაზე: ევროკავშირის ძირითადი პრინციპები, ინსტიტუტები და სამართლებრივი ინსტრუმენტები

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: ევროკავშირის ძირითადი პრინციპები, ინსტიტუტები და სამართლებრივი ინსტრუმენტები.

     

    შეხვედრას წარუძღვებიან იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლები - ირინე ქურდაძე, ნანა მჭედლიძე, პარამჯით ბერვალი და თამთა ზაალიშვილი.

     

    ეს ღონისძიება პირველია საინფორმაციო შეხვედრების სერიიდან, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ევროკავშირის კანონმდებლობის ფართო გაგების ხელშეწყობას.

     

    დასწრება თავისუფალია!

     

    ღონისძიების დრო და ადგილი: 19 ივლისი, 11:00 საათი, თსუ-ს II კორპუსი, 119 ოთახი

    თარიღი: 17/07/2024