საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    28-ე Willem C. Vis Moot -ში მონაწილეობისათვის შერჩევა დაიწყო!

     
     
    თსუ იურიდიული ფაკულტეტი იწყებს 28-ე ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესისათვის / Willem C. Vis Moot მონაწილეობის მსურველთა შერჩევას.
    მსოფლიოში შექმნილი პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, რიგით 28-ე შეჯიბრი ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში.
    მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3, მე-4 კურსის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც არ არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები. მონაწილეობის წინაპირობაა სტუდენტის აქტიური სტატუსი მომავალ სემესტრში. მასში მონაწილეობა წარმოადგენს იურიდიული ფაკულტეტის 10-კრედიტიან საგანს.
     
    შერჩევა წარიმართება რამდენიმე ეტაპად:
     
    • შესარჩევ ეტაპში მონაწილეობის მსრულველებმა უნდა გამოაგზავნონ CV (ინგლისურ ენაზე) არაუგვიანეს 2020 წლის 25 სექტემბრის 24:00 საათისა, შემდეგ ელ. ფოსტაზე: VisMoot@tsu.ge
     
    • გამოგზავნილი CV-ის ავტორებს, 2020 წლის 26 სექტემბერს, ინდივიდუალურად გაეგზავნებათ წერილობითი დავალება, რომელიც უნდა მოამზადონ და გამოაგზავნო არაუგვიანეს 2020 წლის 27 სექტემბრის 21:00 საათისა, შემდეგ ელ. ფოსტაზე: VisMoot@tsu.ge
     
    • გამოგზავნილი CV -სა და წერილობითი დავალების საფუძველზე მოხდება სტუდენტების შერჩევა შემდეგი ეტაპისათვის, რომელიც ჩატარდება ზეპირი გასაუბრების ფორმით, ინგლისურ ენაზე, 2020 წლის 28 სექტემბერს. გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად. გასაუბრების ზუსტი დრო გეცნობებათ ინდივიდუალურად.
     
    • გასაუბრების შედეგად შერჩეული სტუდენტები დაკომპლექტდებიან გუნდებად, გაეგზავნება კონკრეტული კაზუსი და პოზიციები, რომელზეც უნდა მოამზადონ ზეპირი პოზიციები კაზუსის ზეპირ განხილვაში მონაწილეობისათვის. ზეპირი განხილვა ჩატარდება დისტანციურად, 2020 წლის 4 ოქტომბერს. დეტალურ ინსტრუქციას მიიღებთ ინდივიდუალურად.
     
    შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995598387384; VisMoot@tsu.ge
     
    დამატებითი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 26 სექტემბერს, 11:00 საათზე, ზუმის საშუალებით:
    https:// zoom.us/j/78215817631
    Meeting ID: 782 1581 7631
    Passcode: 7ht1Cf
    თარიღი: 21/09/2020