საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ცხადდება მიღება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე

    2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ცხადდება მიღება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა და იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო  პროგრამებზე (ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ №17/01-01, 27.01.2023)

     

    კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები

     

    თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).

     

    2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები

     

    (ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ (ბრძანება №22/01-01, 01.02.2023)

    • დოკუმენტაციის მიღება -2-8 თებერვალი;
    • გამოცდა უცხო ენაში -10 თებერვალი;
    • გამოცდის შედეგების გამოცხადება -14 თებერვალი;
    • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 თებერვალი;
    • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 16 თებერვალი;
    • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება- 16-17 თებერვალი;
    • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 20 თებერვალი;
    • ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 21-22 თებერვალი;
    • საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 24 თებერვალი.

     

    მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

     

    ა) განცხადება (1) თსუ-ს რექტორის სახელზე;
    ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
    გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2022 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
    დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
    ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
    ვ)  სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა; (ფორმა);
    ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
    თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    ი) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
    ნ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.
    მ) განცხადება (2)

     

    საკონტაქტო ინფორმაცია:
    იურიდიული ფაკულტეტი
    დამატებითი ინფორმაციისთვის: 577170755

    თარიღი: 01/02/2023