საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გარე მობილობით იურიდიულ ფაკულტეტზე გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

    იურიდიული ფაკულტეტი 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში აცხადებს გარე მობილობას:

     

    • სამართლის საბაკალავრო პროგრამა - 100 ვაკანტური ადგილი;
    • საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამა - 10 ვაკანტური ადგილი (დაშვების წინაპირობა - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ინგლისური ენა ან წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატი ინგლისურ ენაში.);
    • საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 10 ვაკანტური ადგილი (დაშვების წინაპირობა - სამართლის/საერთაშორისო სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
    • სამაგისტრო პროგრამა მიგრაციის მართვა - 10 ვაკანტური ადგილი (დაშვების წინაპირობა პროგრამა განკუთვნილია შემდეგი მიმართულების კურსდამთავრებულებისთვის: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესი; ჰუმანიტარული მეცნიერებები.
    • ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა - 3 ვაკანტური ადგილი;

     

    სტუდენტები, რომლებიც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით მოიპოვებენ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება, მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში (ბრძ: №175/01-01, 31.07.2023)

     

    თსუ–ის რექტორის 31.07.2023 წლის N175/01-01 ბრძანების თანახმად განისაზღვრა 2023-20234 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები:

     

    1) განისაზღვროს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები:

     

    1. პროცედურული ვადები:

     

    • დოკუმენტაციის მიღება: 11 - 13 სექტემბერი;
    • უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება: 14 - 15 სექტემბერი;
    • სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი): 18 სექტემბერი;

     

    2) განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

     

    1. განცხადება;
    2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
    3. პირადობის მოწმობის ასლი;
    4.  წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
    6. სტუდენტის სასწავლო ბარათი;
    7. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    8. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის  დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    9. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის-„CERTUS”-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

     

    იხილეთ: https://www.tsu.ge/ka/legal/47740

     

    დამოწმებული დოკუმენტაციის მიღება წარმოებს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ II კორპუსი, ოთახი №111 (იურიდიული ფაკულტეტის კანცელარია)

     

    გისურვებთ წარმატებებს!

    თარიღი: 05/08/2023