საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სტაჟირება თსუ იურიდიული ფაკულტეტის სამსახურებში

    ცხადდება სტაჟირების კონკურსი თსუ იურიდიული ფაკულტეტის:

     

    1. დეკანის აპარატში
    2. სტუდენტთა მომსახურების დეპარტამენტში
    3. ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტში

     

    სტაჟირების მიზანია იურიდიული ფაკულტეტის საქმიანობაში სტუდენტების ჩართულობის უზრუნველყოფა, მათი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. გაეცანით ინფორმაციას და თქვენთვის სასურველ სტაჟირებაზე განაცხადი გააკეთეთ მითითებულ სარეგისტრაციო ელ. ფოსტაზე.

     

    • მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა:
      • დეკანის აპარატში - 6 ადგილი
      • სტუდენტთა მომსახურების დეპარტამენტში - 2 ადგილი
      • ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტში - 3 ადგილი
    • სავალდებულო მოთხოვნა: იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო (მე-2 კურსიდან) ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტი
    • სტაჟირების ფორმატი: ჰიბრიდული (დავალების სპეციფიკიდან გამომდინარე)
    • სტაჟიორის ფუნქციები: დეპარტამენტების საქმიანობისა და მიმდინარე ამოცანების შესაბამისად
    • სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
    • სტაჟირების დასრულება: სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
    • დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო ელ. ფოსტაზე უნდა გამოგზავნოს:
      • ა) CV (ბიოგრაფიული რეზიუმე)
      • ბ) სამოტივაციო წერილი 1 გვერდამდე
      • გ) ამონაწერი სასწავლო ბარათიდან
    • განაცხადები მიიღება ელ. ფოსტაზე: zurab.gogshelidze@tsu.ge
      სათაურის ველში მიუთითეთ, თუ რომელ დეპარტამენტში გსურთ სტაჟირება
    • განაცხადის მიღების ბოლო ვადა: მიმდინარე წლის 11 მარტის ჩათვლით.

     

    კანდიდატთა შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. დოკუმენტების შეფასების ან/და გასაუბრების საფუძველზე.

    თარიღი: 26/02/2024