საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

განცხადება იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტებისთვის

 

    გაცნობებთ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო და ადგილობრივ იმიტირებულ პროცესებში მონაწილების მსურველი სტუდენტებისთვის. 


განაცხადების მიღების ვადაა 2021 წლის 15 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით.
განაცხადის შემოტანა შეუძლია თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის და სამართალმცოდნეობის მიმართულებების ბაკალავრიატის (გარდა 1-ლი და დამამთავრებელი სემესტრების) და მაგისტრატურის (გარდა დამამთავრებელი სემესტრის) სტუდენტეებს.


საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში მონაწილე სტუდენტისთვის სავალდებულო მოთხოვნაა, რომ გავლილი ჰქონდეს საერთაშორისო საჯარო სამართლის კურსი და ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე.
დაგვიანებით მიღებული ან არასათანადოდ შევსებული განაცხადი არ განიხილება.
პირველეტაპგადალახულ სტუდენტებს დამატებით ეცნობებათ გასაუბრების თარიღისა და ფორმატის შესახებ.
შევსებული განცხადება (PDF ფორმატში) უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: ili@tsu.ge,  აუცილებლად მიუთითეთ საგანში: იმიტირებული პროცესები.
 

თარიღი: 14/09/2021