საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა საყურადღებოდ

იურიდიული ფაკულტეტი გილოცავთ ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებას!

 

სასწავლო პროცესი - სალექციო მეცადინეობები,  იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყება 20 სექტემბერს, ხოლო სასემინარო მეცადინეობები - 27 სექტემბერს, ამ ეტაპზე მიღებული საუნივერსიტეტო გადაწყვეტილების შესაბამისად, ონლაინ რეჟიმში.

 

სალექციო მეცადინეობის ცხრილი ფაკულტეტის ვებგვერდზე განთავსდება 15 სექტემბერს 17:00 საათზე, ხოლო აკადემიური რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 17 სექტემბრის 17:00 საათიდან. სავალდებულო საგნებზე, სადაც იქნება ვაკანტური ადგილები და შესაძლებელი იქნება რეგისტრაცია, ადგილები არ დაემატება. ხოლო არჩევით დისციპლინებზე განხორციელდება ადგილების დამატება ანბანის მიხედვით მოთხოვნების რაოდენობისა და არსებული რესურსების გათვალისწინებით 2021 წლის 18 სექტემბერს 15:00 საათზე. სასემინარო მეცადინეობების ცხრილი განთავსდება 23 სექტემბერს, 17:00 საათზე, ხოლო 24 სექტემბრის 17:00 საათიდან სტუდენტები შეძლებენ სამუშაო ჯგუფების არჩევას. ამ დროიდან, ასევე, შესაძლებელი იქნება  საგნებზე ნაკადის შეცვლა და სხვა ცვლილებების განხორციელება. მიაქციეთ ყურადღება, რომ 23 სექტემბერს 12 საათიდან ბაზა გაითიშება სასემინარო სამუშაოების დასაგეგმად და კვლავ გაიხსნება სემინარების არჩევისას. ბაზა საბოლოოდ 30 სექტემბერს, 12 საათზე დაიხურება.

 


სემინარების  არჩევისას ბაზაში ყველა საგნის სემინარი გაიხსნება ერთდროულად. ამასთან გაცნობებთ, რომ სემინარების გახსნისას, შესაძლოა, დაემატოს ადგილები ზოგიერთ სავალდებულო საგანს (სასემინარო ნაკადების გასაწონასწორებლად), ამდენად, ასეთ შემთხვევებში შესაძლებელი იქნება მათზე რეგისტრაციაც.
ამასთან, უცხო ენების ცენტრთან არსებული შეთანხმებით, დამთხვევების თავიდან ასაცილებლად, უცხო ენებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება სემინარების არჩევის პარალელურად, შესაბამისად, უცხო ენათა ცენტრი, ასევე უზრუნველყოფს უცხო ენათა ცხრილების შეთავაზებას სასემინარო განრიგთან ერთად. რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში მიმართეთ ენათა ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ რუსუდან დოლიძეს (საკონტაქტო ტელ.: 599538474).

 

რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამას, სალექციო მეცადინეობის ცხრილი ფაკულტეტის ვებგვერდზე განთავსდება 15 სექტემბერს 17:00 საათზე, ხოლო აკადემიური რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 18 სექტემბრის 17:00 საათიდან.  სასწავლო პროცესი - სალექციო მეცადინეობები დაიწყება 27 სექტემბერს.

 


საგნის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით განცხადებები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ 19 და 20 სექტემბერს Lms.tsu.ge-ს ბაზის მეშვეობით, გთხოვთ, ბაზაში დატოვოთ გასაუმჯობესებელი საგნის შესაბამისი კრედიტი და საგანი ჩაგიჯდებათ ავტომატურად.

 


მიაქციეთ ყურადღება, ცხრილი ისეა შედგენილი, რომ სტანდარტული ცხრილით პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს  სავალდებულო საგნების ლექციები არ ემთხვევათ იმავე სემესტრის სხვა სავალდებულო საგნებს ან სემინარებს. არასტანდარტული ცხრილით პროგრამაში ჩართული, მობილობით გადმოსული ან აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტებისათვის დამთხვევების რისკი მეტია, მაგრამ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ის გარემოებაც, რომ მიმდინარე სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის მიერ შეთავაზებული დისციპლინათა სიმრავლის გამო დამთხვევების გამორიცხვა ობიექტურად შეუძლებელია. არჩევითი საგნის სავალდებულო დისციპლინასთან დამთხვევის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეგისტრირდეთ სხვა არჩევით დისციპლინაზე, რომელიც პროგრამის ფარგლებში მრავლადაა წარმოდგენილი.

 

სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის იურიდიული ფაკულტეტის საგნები გაიხსნება 2021 წლის 21 სექტემებრს 17:00 საათზე.  - ეს ტექსტი ჩავსვათ სულ ბოლო აბზაცში და მერე დავწეროთ  ეს  -  იურიდიული ფაკულტეტი გისურვებთ სასურველი ინდივიდუალური ცხრილის შედგენას!

 

ფაკულტეტი იმედოვნებს, რომ სტუდენტები შეძლებენ, სწორად დაგეგმონ თავიანთი სალექციო განრიგი და თავიდან აიცილონ ლექცია/სემინარების დროის დამთხვევის ცალკეული შემთხვევები ან მოაგვარონ ეს პრობლემები საკუთარი ძალებით (სასემინარო ნაკადის შეცვლის ან სხვა გზით). თუკი თქვენ გაქვთ სემინარის დამთხვევა  ლექციის/სხვა სემინარის დროზე, იმ შემთხვევაში, თუკი სემინარის პროფესორს აქვს სხვა სასემინარო ნაკადი, მასთან შეთანხმებით, შესაძლებელია, სემინარზე დასწრება მის სხვა ნაკადში რეგისტრაციის შეცვლის გარეშე. სტუდენტისათვის გამოუსწორებელი დამთხვევების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ Lms.tsu.ge-დან, ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“, სადაც აღწერილი იქნება თქვენი პრობლემა და მისი მოგვარების თქვენთვის სასურველი და შესაძლო გზები. ყველა განცხადება განიხილება 30 სექტემრის, რა დროსაც, შეძლებისდაგვარად, გათვალისწინებული იქნება თქვენი თხოვნა. 

 

იურიდიული ფაკულტეტი გისურვებთ სასურველი ინდივიდუალური ცხრილის შედგენას!

 

 

თარიღი: 15/09/2021