საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    შეხვედრა ტრირის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

    თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებულ პროფესორი სალომე დუნდუა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასისტენტ პროფესორი გიორგი დგებუაძე ტრირის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს - ვიცე რექტორს, პროფესორ ფიორსტენ მატერნს, ლიტერატურის, ლინგვისტიკის, მედიისა და იაპონოლოგიის ფაკულტეტის დეკანს,პროფესორ ანდრეას რეგელსბერგერს, პროფესორ სებასტიან ჰოფმანსა და საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელს, Erasmus+ ინსტიტუციურ დირექტორ ბირგიტ როსერს შეხვდნენ.

     

    შეხვედრისას მონაწილეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტრირის უნივერსიტეტს შორის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორობის გაღრმავების, ერთობლივი სეზონური სკოლების ჩატარებისა და თანამშრომლობის სხვა შესაძლებლობები განიხილეს.

    თარიღი: 29/05/2023