თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილეებმა, პროფესორმა ირმა ხარშილაძემ და ასისტენტ-პროფესორმა გიორგი დგებუაძემ, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირინე ქურდაძემ და ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის თანამშრომელმა, ირაკლი ლეონიძემ - გრანადის უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და პროფესორებს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე განიხილეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და სამართლის სხვადასხვა პროგრამის დანერგვის შესაძლებლობები.