ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) თანამშრომლობით ხორციელდება ერთწლიანი სასწავლო პროგრამა - გერმანია სამხრეთ კავკასიაში: ინსტიტუციები და განვითარება (DESK), რომელიც შექმნილია გერმანიასა და საქართველოს შორის აკადემიური და პირადი გაცვლის ხელშეწყობისთვის სოციალურ მეცნიერებათა კონტექსტში.
სასწავლო პროგრამის შინაარსი: პროგრამის ფარგლებში ყურადღება გამახვილებულია სამართლისა და ეკონომიკის მეცნიერებებზე გერმანული და ევროპული მიმართულებით, ეს შედგება ორი ნაწილისგან:
- სემინარები და ტუტორიუმები სოციალური მეცნიერებების მიმართულებით (ორიენტირებული გერმანიაზე), რომლებიც ჩატარდება გერმანული და ქართული უნივერსიტეტების პროფესორების მიერ;
- პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ გერმანიაში ან გერმანულენოვან ქვეყანაში 6 კვირიანი სტაჟირების ფარგლებში.
პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი და დამატებით პრაქტიკული მუშაობის პერიოდი. DESK ყოველწლიურად იწყება შემოდგომის სემესტრში.
სწავლების ენა: სწავლება მიმდინარეობს ინგლისურსა და ქართულ ენებზე. ძირითადი ენა არის გერმანული.
ვის შეუძლია მონაწილეობა: თსუ-ის ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურზე მყოფ სტუდენტებს (სასურველია, მეორე და მესამე კურსის სტუდენტები) და მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებს. კურსდამთავრებულები მიიღებენ ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპული ინსტიტუტისა და თსუ-ის სერტიფიკატს, საგნებისა და შეფასებების ჩამონათვალთან ერთად.
სტიპენდია გერმანიაში ცხოვრებისთვის: გერმანიაში ყოფნა სავალდებულო არ არის, თუმცა პროგრამის სტიპენდიატებისთვის განსაზღვრულია ფინანსური მხარდაჭერა. სტიპენდია გაიცემა აკადემიურ მოსწრებაზე დაყრდნობით - საუკეთესო საშუალო აკადემიური მოსწრების მქონე კურსდამთავრებულს საშუალება ექნება ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლოს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.
მონაწილეობისთვის აუცილებელი წინაპირობები:
- მონაწილე უნდა ირიცხებოდეს თსუ-ის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საფეხურზე;
- გერმანული და ინგლისური ენების კარგად ფლობა (75-100%);
- მაღალი აკადემიური მოსწრება (75-100%);
- მაღალი მოტივაცია;
- მუშაობის, საქმის შესრულების მზაობა.
შერჩევის პროცესი: წერილობითი განაცხადისა და თსუ-ში ჩატარებული გასაუბრების საფუძველზე ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტისა და თსუ-ის გაერთიანებული კომისია შეარჩევს არაუმეტეს 30 სტუდენტს შესაბამისი სასწავლო წლისთვის.
განაცხადის წარდგენის პროცესი: დაინტერესებულ სტუდენტებს განაცხადი შეუძლიათ წარმოადგინონ 2023 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით. გასაუბრება მოსალოდნელია, რომ ჩატარდება ონლაინ, განაცხადის პროცესის დასრულების შემდეგ. წარსადგენი დოკუმენტები:
- CV გერმანულ ენაზე (1-2 გვერდი);
- სამოტივაციო წერილი გერმანულ ენაზე (1-2 გვერდი);
- გერმანულისა და ინგლისური ენების ცოდნის დამადასტურებელი ცნობა;
- ამონაწერი სასწავლო ბარათიდან;
- პასპორტის ფოტო.
ხელმოწერილი დოკუმენტები დასკანერებულ ფორმატში შესაბამის ვადაში უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: desk@oei.fu-berlin.de
გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: