საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

განცხადება სახელმწიფო სტიპენდიებთან დაკავშირებული შემთხვევის შესახებ

იურიდიული ფაკულტეტი გაცნობებთ შემდგომი ღონისძიებების შესახებ, რომელიც გატარებულ იქნა სახელმწიფო სტიპენდიებთან დაკავშირებულ შემთხვევაზე რეაგირების მიზნით.

2021 წლის 3 ივლისის სხდომაზე იურიდიული ფაკულტეტის საბჭომ მოისმინა შემთხვევისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოძიებისა და შესწავლის მიზნით მის წევრთაგან საგანგებოდ შედგენილი კომისიის ანგარიში და მიიღო გადაწყვეტილება 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამაში „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ დაფიქსირებულ დარღვევასთან დაკავშირებით დისციპლინური დევნის დაწყების თაობაზე.

საქმისწარმოება მიმდინარეობს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის, ასევე, შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე.

თარიღი: 03/07/2021