საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს განცხადება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების შესახებ

2021 წლის 21 სექტემბერს გაიმართა იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს სხდომა და სხვებთან ერთად, განხილულ იქნა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის დაგეგმილი არჩევნების საკითხიც.

საბჭო ერთსულოვნად იზიარებს თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტის სამართლებრივ პოზიციას არჩევნების გამოცხადების, ვადებისა და წესების დადგენის, კენჭისყრის პროცესის უზრუნველყოფის უფლებამოსილების თაობაზე (იხ. საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებები). იგი საორგანიზაციო კომიტეტის მიდგომას მიიჩნევს სწორ იურიდიულ გამოსავლად შექმნილ ვითარებაში.

ამასთან, საბჭო ეთანხმება საორგანიზაციო კომიტეტის კონსტრუქციულ ხედვასა და სტუდენტთა დაპირისპირების ყოველგვარი საფრთხის განმუხტვის სურვილს, როგორც ერთადერთ გამართლებულ დამოკიდებულებას განსხვავებული მოსაზრებების მიმართ. ის მიესალმება საორგანიზაციო კომიტეტის კატეგორიულ არჩევანს, ერთი მხრივ, სიძულვილის ენის ნებისმიერი გამოვლინების დაგმობისა და მეორე მხრივ, სტუდენტებს შორის ურთიერთობის მხოლოდ მშვიდობიანი და ეთიკური ფორმების სასარგებლოდ.

საბჭო აცხადებს მზაობას, მჭირდოდ ითანამშრომლოს სტუდენტებთან აღნიშნული საკითხების განხილვის მიზნით.

თარიღი: 22/09/2021