საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მიმართვა

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის


მიმართვა
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების შესახებ
 

წინამდებარე მიმართვით საუნივერსიტეტო და დაინტერესებულ საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციასა და ჩვენს მოსაზრებას სტუდენტური თვითმმართველობის დაგეგმილი არჩევნების შესახებ.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი განამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის, ე.ი. ფაკულტეტის ავტონომიას, როგორც თავისუფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა. ეს დებულება ეფუძნება უნივერსიტეტების დიდი ქარტიით (1988), ლისაბონის კონვენციით (1997), სორბონის დეკლარაციითა (1998) და საერთოდ, ბოლონიის პროცესით აღიარებულ პრინციპებს, რასაც საქართველოც უერთდება (ბერგენის კომუნიკე (2005)). მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის რეფორმის შემდეგ ეს პრინციპი აისახა საქართველოს კონსტიტუციაშიც (მუხლი 27) და ადამიანის ძირითადი უფლებების ნაწილად იქცა.

თავის მხრივ, სტუდენტური თვითმმართველობის იდეა გამოხატულებაა ამ ავტონომიისა სტუდენტური ცხოვრებისა და საქმიანობის სფეროში. მისი სისტემა გამომდინარეობს ისეთი ღირებულებებიდან და მეთოდოლოგიიდან, როგორიცაა დემოკრატიული განათლება, სიტყვის თავისუფლება, სტუდენტთა აქტივობის თავისუფლება, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, კრიტიკული პედაგოგიკა და სხვა. ამდენად, ესაა ერთიანობა თანამედროვე სამყაროში აღიარებული სტუდენტური ფასეულობებისა და თვითმმართველობის კონცეფციისა, რომელიც, რასაკვირველია, ვერ განხორციელდება დამოუკიდებლობის საფუძვლიანი უზრუნველყოფის გარეშე.

2020-2021 სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ვითარება, რაც ამ დრომდე დაწესებულებას არ გამოუცდია. კერძოდ, სტუდენტური თვითმმართველობის მე-7 მოწვევის უფლებამოსილების ძირითადი 2-წლიანი და დამატებითი 6-თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 2021 წლის მაის-ივნისიდან მოყოლებული აღნიშნული წარმომადგენლობითი ორგანო, იურიდიული საფუძვლის არქონის მიუხედავად, კვლავ ლეგიტიმურად მიიჩნევს თავს. უფლებამოსილების ერთგვარი მითვისება, ფაკულტეტების საბჭოების მუშაობისთვის, ასევე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნებისა და მისი შემდგომი ლეგიტიმაციისათვის გარკვეული სამართლებრივი რისკების შექმნა და რაც ძალზე საყურადღებოა, სტუდენტებისთვის შესაძლებლობის წართმევა, აირჩიონ მათი წარმომადგენლები ან არჩეულ იყვნენ ასეთად, მიუღებელია და მოითხოვს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის რეაგირებას.

სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტას ემსახურებოდა, ერთი მხრივ, იურიდიული ფაკულტეტის საბჭოსა და ადმინისტრაციის ნაბიჯები, გადადგმული 2021 წლის გაზაფხულიდან (ცენტრალური ადმინისტრაციის ზეპირი და წერილობითი ინფორმირება და სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზების მოთხოვნა, ასევე, ფაკულტეტის საბჭოს მიერ სტუდენტი წევრების უფლებამოსილების საკითხის დასმა) და მეორე მხრივ, სტუდენტთა ინიციატივით შექმნილი საორგანიზაციო კომიტეტის საქმიანობა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების დაგეგმვისა და ჩატარების მიზნით.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვეთანხმებით და მივესალმებით დღემდე გატარებულ ამ ღონისძიებებს და ვფიქრობთ შემდგომ მოქმედებებზე, რათა კონსტრუქციულად წარიმართოს ყველა აუცილებელი პროცესი, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის შესაბამისად. ცხადია, აუცილებელია განსხვავებული პოზიციების დაახლოების ხელშეწყობა. იურიდიულ ფაკულტეტს აქვს სავსებით საკმარისი და კვალიფიციური ადამიანური რესურსი, გაუძღვეს სტუდენტებს შორის მოლაპარაკებას. მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს, გაერთიანდნენ საორგანიზაციო კომიტეტის გარშემო და ერთად უზრუნველყონ არჩევნების ჩატარება ყველა პრინციპის დაცვით 2021 წლის 10 ოქტომბერს.

ამასთან, გამოვთქვამთ მონდომებას, ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რათა გამოირიცხოს აქამდე არსებული პრობლემები სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებული არასასურველი პრაქტიკის თავიდან აცილების მიზნით. უნივერსიტეტი მხოლოდ ზარალდება სტუდენტური აზრითა თუ აქტივობით მანიპულირების ნებისმიერი მცდელობით. სტუდენტური თვითმმართველობა უნდა იყოს ისეთივე ღირსეული, როგორც თვითონ უნივერსიტეტია.

დაუშვებლად მივიჩნევთ იურიდიული ფაკულტეტის ავტონომიურ კომპეტენციაში ჩარევას. მათ შორის მიუღებელია ფაკულტეტის ინტერნეტარხების ცენზურა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის წაშლა ცენტრალური ადმინისტრაციის მიერ. ასეთ მოქმედებას არ აქვს სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისად, ფაკულტეტის საქმიანობის უკანონო ხელშეშლას წარმოადგენს.

გამოვხატავთ ჩვენს ერთსულოვნებას როგორც იურიდიული ფაკულტეტის, ისე მთლიანად უნივერსიტეტის აკადემიური სიძლიერისა და სტუდენტების დღევანდელი თუ მომავალი თაობების საუკეთესო მიზნებისაკენ სწრაფვაში!

27 სექტემბერი, 2021 წ.
 

  • ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი თამარ ზარანდია, დეკანი
  • პროფესორი, სამართლის დოქტორი ირაკლი ბურდული, დეკანის მოადგილე
  • პროფესორი, სამართლის დოქტორი ლაშა ბრეგვაძე, თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი
  • პროფესორი, სამართლის დოქტორი გიორგი დავითაშვილი
  • პროფესორი, სამართლის დოქტორი ბესარიონ ზოიძე, თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე
  • პროფესორი, სამართლის დოქტორი ნონა თოდუა
  • პროფესორი, სამართლის დოქტორი მაია ივანიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე
  • პროფესორი, სამართლის დოქტორი გიორგი კვერენჩხილაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე
  • პროფესორი, სამართლის დოქტორი მაია კოპალეიშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე
  • პროფესორი, სამართლის დოქტორი კონსტანტინე კორკელია
  • პროფესორი, სამართლის დოქტორი დავით პატარაია
  • პროფესორი, სამართლის დოქტორი ნუგზარ სურგულაძე, ძველი ქართული სამართლის, რომანისტიკისა (რომის კერძო სამართლის) და სამართლის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი
  • პროფესორი, სამართლის დოქტორი ლალი ფაფიაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე
  • პროფესორი, სამართლის დოქტორი ირინე ქურდაძე, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი
  • პროფესორი, სამართლის დოქტორი ზურაბ ძლიერიშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე
  • პროფესორი, სამართლის დოქტორი ნანა ჭიღლაძე
  • პროფესორი, სამართლის დოქტორი ირმა ხარშილაძე
  • პროფესორი, სამართლის დოქტორი ქეთევან ხუციშვილი
  • ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ირინა აქუბარდია
  • ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი დავით ბოსტოღანაშვილი
  • ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი მარინა გარიშვილი
  • ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ვასილ გონაშვილი
  • ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ირაკლი დვალიძე
  • ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი თამარ ზამბახიძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე
  • ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი გიორგი თევდორაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე
  • ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი თამარ ზოიძე
  • ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი გიორგი თუმანიშვილი
  • ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი გიორგი კახიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი
  • ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ირაკლი კახიძე
  • ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ხათუნა ლორია
  • ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ლავრენტი მაღლაკელიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
  • ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი გიორგი მახარობლიშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
  • ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ნატალია მოწონელიძე
  • ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი გიორგი რუსიაშვილი, თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი
  • ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ეკა სირაძე
  • ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი კობა ყალიჩავა
  • ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი მორის შალიკაშვილი, კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი
  • ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ეკატერინე შენგელია
  • ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ნათია ჩიტაშვილი, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი
  • ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი თემურ ცქიტიშვილი
  • ასოცირებული პროფესორი, ორგზის სამართლის დოქტორი ლელა ჯანაშვილი, ესპანური სამართლის ინსტიტუტის დირექტორი
  • ასისტენტი, სამართლის დოქტორი დიანა ბერეკაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
  • ასისტენტ-პროფესორი, სამართლის დოქტორი ნინო გოგნიაშვილი
  • ასისტენტ-პროფესორი, სამართლის დოქტორი გიორგი დგებუაძე
  • ასისტენტ-პროფესორი, სამართლის დოქტორი მაკა კევლიშვილი
  • ასისტენტ-პროფესორი, სამართლის დოქტორი ზურაბ მაჭარაძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე
  • ასისტენტ-პროფესორი, სამართლის დოქტორი სულხან ონიანი
  • ასისტენტ-პროფესორი, სამართლის დოქტორი თამარ ღვამიჩავა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
  • ასისტენტ-პროფესორი, სამართლის დოქტორი ელზა ჩაჩანიძე
  • ასისტენტ-პროფესორი, სამართლის დოქტორი ლევან ხარანაული
  • ასისტენტ-პროფესორი, სამართლის დოქტორი მარიამ ხოფერია
  • ასისტენტ-პროფესორი, სამართლის დოქტორი სერგი ჯორბენაძე, იურიდიული ფირმის „Jorbenadze & Gatserelia Counselors“ დამფუძნებელი პარტნიორი
  • ასისტენტი თამარ ალექსიძე
  • ასისტენტი თამარ ბერიშვილი, ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი
  • ასისტენტი აკაკი გაწერელია, იურიდიული ფირმის „Jorbenadze & Gatserelia Counselors“ დამფუძნებელი პარტნიორი
  • ასისტენტი დემეტრე ეგნატაშვილი, დეკანის მოადგილე
  • ასისტენტი ანა თოხაძე
  • ასისტენტი გიორგი ჩაკვეტაძე
  • ასისტენტი ნანა მჭედლიძე, არასამთავრობო ორგანიზაციის „უფლებები საქართველო“ გამგეობის წევრი
  • ასისტენტი მაგდა ტატიშვილი
  • ასისტენტი ანა წიგნაძე
  • ასისტენტი პაატა ჯავახიშვილი
თარიღი: 28/09/2021