,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის და რიზეს უნივერსიტეტის წარმომადგენლის ოზლემ უტკუ ბილიჩის მომართვის საფუძველზე,
ვბრძანებ
1.შეიქმნას, რიზეს უნივერსიტეტის კლინიკაში ზაფხულის სტაჟირებისთვის სტუდენტების შერჩევის მიზნით კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნატო ფიცხელაური - მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ია ხახუტაიშვილი- მედიცინის პროგრამის კოორდინატორი - კომისიის მდივანი;
გ) სოფო კახაძე- პროფესორი- კომისიის წევრი;
დ) ნატა ქებაძე - მოწვეული პედაგოგი - კომისიის წევრი;
ე) ლალი ფხალაძე- ასოცირებული პროფესორი- კომისიის წევრი;
ვ) მაკა ჯორბენაძე- ასოცირებული პროფესორი- კომისიის წევრი;
ზ) მირანდა მიქაძე- სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი- კომისიის წევრი.
2.განცხადებების მიღება იწარმოებს ელექტრონულად ა/წ 16 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით აღნიშნულ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1nbbnkCmKhvzgs2zKu9zPHjvH8kqtlKZjbjdw65ILBqE/edit?pli= 1
3. გასაუბრება შერჩეულ კონკურსანტებთან გაიმართება, 2025 წლის 21-22 მაისის 10:00- 18:00; ა.ბელიაშვილის N78, მე-3 სართული, აუდიტორია 333;
4. დაევალოს კომისიას წარმოადგინოს შერჩეულ კანდიდატთა სია არაუგვიანეს 2025 წლის 23 მაისის 18 :00 საათამდე;
5. სტუდენტთა შერჩევის კრიტერიუმები მოიცავს შემდეგს:
ა) IV-V კურსის მედიცინის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი* პროგრამის სტუდენტები (* შენიშვნა: საქართველოს მოქალაქეები);
ბ) GPA ≥ 3,0;
გ) ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე), ან თურქული ენის ცოდნა, ან აზერბაიჯანულ ენაზე მიღებული სკოლის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატი;
დ) სტუდენტებს გავლილი უნდა ჰქონდეთ სტაჟირების შესაბამისი საგანი;
ე) გასაუბრებაზე მიღებული ქულა.
6. ბრძანების ფაკულტეტის ვებგვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის ;უზრუნველყოფა დაევალოს კანცელარიას.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
მაია ბიწკინაშვილი დეკანი
მედიცინის ფაკულტეტი