საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-12-24
თარიღი 12:00 სთ
მისამართი ი.ჭავჭავაძის, გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია

24 დეკემბერს 12:00 სთ-ზე თსუ-ის I კორპუსის 115-ე აუდიტორიაში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური კვლევებისა და პროგრამების ცენტრი წარმოგიდგენთ მსოფლიოში აღიარებული პროფესორის, იან ვალსინერის საჯარო ლექციებს: “რატომ კულტურის ფსიქოლოგია? განა კროს-კულტურული ფსიქოლოგია საკმარისი არ არის?”; "მეთოდოლოგია მეთოდების გარეშე".

იან ვალსინერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსდისციპლინური კულტურის ფსიქოლოგია. 2021 წელს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მას სპეციალური ჯილდო გადასცა ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 2017 წელს გერმანიაში მიენიჭა ჰანს კილიანის სახელობის პრემია, ხოლო 1995 წელს კი, ის დაჯილდოვდა ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტის სახელობის პრიზით. იან ვალსინერი ამჟამად კლარკის უნივერსიტეტის (აშშ) ფსიქოლოგიის ლეგენდარული დეპარტამენტის ემერიტუსი და ოლბორგის უნივერსიტეტის (დანია) მოქმედი პროფესორია. ამავდროულად ის ლექციებს კითხულობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არაერთ უნივერსიტეტში (ბრაზილია, ჩილე, იაპონია, ავსტრია, იტალია, ლუქსემბურგი, ესტონეთი, გერმანია და ა. შ.).

იან ვალსინერი 50-მდე წიგნისა და 600-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორია. მის ყველაზე მნიშვნელოვან მონოგრაფიებს შორისაა: «The guided mind» (Cambridge, Ma.: Harvard University Press, 1998), «Culture in minds and societies» (New Delhi: Sage, 2007), and «Ornamented Lives» (Charlotte NC: Information Age, 2019). ის არაერთი სამეცნიერო ჟურნალის დამაარსებელი და მთავარი რედაქტორია.

საკონტაქტო ინფორმაცია: lado.gamsakhurdia@tsu.ge

დასწრება თავისუფალია! 

მსგავსი ღონისძიებები