საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!

    ცხადდება კონკურსი 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად (რექტორის ბრძანება 114/01-01; 02/05/2024)

     

    გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ კონკურსში მონაწილეობის წესს.

     

    დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები:

    2024 წლის 13 მაისი 16:00 საათიდან 16 მაისის 17:00 საათამდე და 20 მაისს 10:00-დან 15:00 საათამდე.

    წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 21 მაისი.

    აპელაცია 22 მაისის 12:00 საათამდე.

    აპელაციის განცხადებას გზავნით ფაკულტეტის კანცელარიის ფოსტაზე chancellery.pes@tsu.ge

    კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრის სტუდენტები.

     

    სტიპენდიის მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ თსუ-ს III კორპუსი 107 ოთახში 09:30 საათიდან 17:00 საათამდე.

     

    კონკურსში მონაწილე სტუდენტებმა უნდა წარმოადგინოთ:

    • პირადობის მოწმობის ასლი. 
    • საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი (საქართველოს ბანკიდან). 
    • 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის (2023 წლის 07 აგვისტოდან 2024 წლის 04 თებერვლის ჩათვლით):
    1. სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
    2. სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
    • მიმდინარე სემესტრში (2024 წლის 05 თებერვლიდან) სოციალურად მოწყვლადი ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
    • ოკუპირებული ტერიტორიაზე ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

     

    განცხადების ფორმას და ამონაწერს სასწავლო ბარათიდან მოგაწვდით ადგილზე.

     

    გისურვებთ წარმატებებს!

    თარიღი: 13/05/2024