თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებმა ტრადიციულად ყველაზე მეტი პროექტი მოიპოვეს 2022 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების საგრანტო კონკურსში.
მათ შორის 4 ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია:
მარიამ რევიშვილი- კვლევითი პროექტი - ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლის თვითრეგულაციის ფსიქოლოგიური მექანიზმები. სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფესორი მზია წერეთელი;
თეკლა ნემანიშვილი- კვლევითი პროექტი - პოზიტიური მშობლობა და კარგად ყოფნის განცდა მოზარდებში: მედიატორი და მოდერატორი ცვლადების როლი. სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები ასოცირებული პროფესორი ხათუნა მარწყვიშვილი, ასოცირებული პროფესორი მაია მესტვირიშვილი;
მარიამ გოგიჩაიშვილი-კვლევითი პროექტი - გზაგასაყარზე: ალტერნატიული და მასტერ ნარატივის ურთიერთქმედება ცხოვრების ისტორიებში. სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ლილი ხეჩუაშვილი;
ნინო ქიტოშვილი - კვლევითი პროექტი - ცოლქმრული კონფლიქტი და მოზარდის ფსიქოსოციალური კეთილდღეობა: მედიაციური და მოდერაციული ანალიზი.სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ფირცხალავა.