საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    საერთაშორისო სოციალური სამსახური - თანამშრომლობა ოჯახებისა და ბავშვების დასახმარებლად

    2020 წლის 18 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გერმანიის ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტისა და პოლონეთის ზიელონა გორას უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა საერთაშორისო დისკუსია თემაზე „საერთაშორისო სოციალური სამსახური - თანამშრომლობა ოჯახებისა და ბავშვების დასახმარებლად“. ღონისძიება ჩატარდა ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის პროფესორის არკადიუშ ვუდარსკის ორგანიზებით ელექტრონული პორტალი zoom-ის მეშვეობით. 


    შეხვედრის მთავარი მომხსენებელი იყო გერმანიის კერძო და საჯარო მზრუნველობის კავშირის წარმომადგენელი ქალბატონი ვერენა ლინგი, რომელმაც ისაუბრა საერთაშორისო სოციალური სამსახურის საქმიანობაზე, მის როლზე სხვადასხვა ქვეყანაში და სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობაზე. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ხუბუამ,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი რუსიაშვილმა და  თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტებმა და კურსდამთავრებულებმა.
    დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა საერთაშორისო სოციალური სამსახურის მნიშვნელობა საქართველოსთვის და მისი საქმიანობა მსოფლიო პანდემიის პირობებში.
     

     

    თარიღი: 19/05/2020