შიდა მობილობის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება 19 თებერვალს 15:00 სთ. მე-6 კორპ.N303 აუდიტორიაში.
იხ. ბმული:
- შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნობიან აღიარებულ კრედიტებს და სემესტრს, რომელიც განესაზღვრათ კრედიტების აღიარების საფუძველზე
- აფორმებენ შეთანხმებას ფაკულტეტთან
- შიდა მობილობით გადმოსული სტუდენტი, თუ არ მიმართავს ფაკულტეტს და არ გააფორმებს ხელშეკრულებას, კარგავს აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლებას.
- ხელშეკრულების გაფორმება ასევე შეუძლია სტუდენტის მიერ მინდობილ პირს
საყურადღებო ინფორმაცია მობილობით გადმოსული სტუდენტთათვის:
შიდა მობილობით ჩარიცხულ სტუდენტებს სპეციალობის შეცვლა შეუძლიათ, მხოლოდ ერთი სემესტრის სწავლის შემდეგ, შიდა მობილობის საფუძველზე.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, საფაკულტეტო ან სპეციალობის სავალდებულო საგნის სამჯერ ვერ ჩაბარების შემთხვევაში, სტუდენტი ირიცხება ფაკულტეტიდან/სპეციალობიდან.
გარე მობილობაში მონაწილეობის უფლებას სტუდენტი მოიპოვებს, სწავლების ერთი წლის შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.