საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სამრეწველო ლაბორატორია და ბიზნეს ინკუბატორი Fabrication Laboratory (FabLab) - არის სრულიად ინოვაციური დაწესებულება ქართულ რეალობაში. მისი მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ბიზნეს იდეებისა და პროექტების განხორციელების ხელშეწყობა. 

    სამრეწველო ლაბორატორია, რომელიც, თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა, თსუ-ის სტუდენტებსა და ყველა სხვა დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბონ და განახორციელონ საკუთარი ბიზნეს იდეები, შექმნან სასურველი პროდუქციის პროტოტიპები და პირველი ნაბიჯები გადადგან საკუთარი მცირე/მიკრო ბიზნესისა თუ სტარტაპის დასაწყებად.

    FabLab TSU - სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ სერვისს, რომელიც მოიცავს ბიზნესანალიტიკოსებთან კონსულტაციებს, მუშაობას გრაფიკოსებსა და სპეციალურ ტექნიკურ პერსონალთან. 

    ფაბლაბში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, წარმოადგინონ, ან ადგილზე შეიმუშავონ სასურველი პროდუქციის ნახაზები; შემდეგ კი მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე აპარატურის გამოყენებით შექმნან პროდუქტის პროტოტიპები. 

    საკონტაქტო ინფორმაცია

    მისამართი: თბილისი, თსუ-ის მე-10 (მაღლივის) შენობა, უნივერსიტეტის ქუჩა N2, მე-3 სართული
    საკონტაქტო პირი: გიორგი ლოლაძე
    ელ.ფოსტა: giorgi.loladze@tsu.ge
    ტელეფონი: +995577978722;
    ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/FabLabTSU/

     

     

    ტექნოლოგიური დანადგარები