საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ ,,პ“ ქვეპუნქტების და თსუ   მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დიმიტრი კორძაიას 2020 წლის 10 დეკემბრის N21393/32 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-6 მუხლს დაემტოს შემდეგი შინაარსის მქონე 25-ე პუნქტი:

,,25. ნინო შარაშიძე - მედიცინის ფაკულტეტის კლინიკური და კვლევითი უნარჩვევების კათედრის ხელმძღვანელი, ასოცირებული  პროფესორი  -  კათედრაზე  არსებული თანამედროვე სასწავლო-სამეცნიერო ტექნოლოგიებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი.“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სრულად

ბრძანების N: 172/02-01

ნაშრომების მიღება ჟურნალ „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის“ 2021 წლის №2 გამოცემისთვის

გაცნობებთ, რომ გამოცხადდა ნაშრომების მიღება ა(ა)იპ − თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის პერიოდული გამოცემის, სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის − „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის” (CONTEMPORARY LABOUR LAW REVIEW) 2021 წლის №2 გამოცემისთვის.

1. ნაშრომის წარმოდგენის უფლება აქვს ნებისმიერ პირს;
2. სასურველია, ნაშრომს ჰყავდეს ერთი ან მაქსიმუმ ორი ავტორი;
3. ჟურნალისთვის შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ნაშრომი მხოლოდ მისი პირველადი პუბლიკაციის მიზნით და არ უნდა იყოს სხვაგან გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად გადაცემული;
4. 2021 წლის გამოცემის მთავარი თემებია: ა) COVID-19 და შრომის სამართალი; ბ) საქართველოს შრომის კოდექსში შესული ცვლილებები. ნაშრომი შეიძლება მომზადდეს ქართული შრომის სამართლისთვის აქტუალურ სხვა ნებისმიერ თემატიკაზეც, რომელიც პასუხობს ჟურნალის კონცეფციას (იხ. დანართი №1) და შემოთავაზებულია შემდეგი რომელიმე რუბრიკის ფარგლებში:
ა) სტატია; ბ) კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების ანალიზი; გ) სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზი; დ) სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა; ე) რეცენზია პუბლიკაციაზე.
5. ავტორებმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) ნაშრომი (ქართულ ენაზე), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10-15 გვერდს, ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების ჩათვლით; ბ) რეზიუმე (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს; გ) სამართლის დოქტორის ხარისხის არმქონე პირის მიერ ნაშრომის წარმოდგენის შემთხვევაში, დოქტორის ხარისხის მქონე შესაბამისი სპეციალისტის კვალიფიციური რეცენზია (რეცენზენტის ხელმოწერითა და დასკანირებული სახით); დ) ავტორ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო რეკვიზიტები;
6. ნაშრომი უნდა იყოს მკაფიოდ სტრუქტურირებული (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა). სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული თითოეული გვერდის ბოლოს;
7. ნაშრომი და რეზიუმე შესრულებული უნდა იყოს Microsoft Word-ის დოკუმენტში, როგორც ქართული, ისე უცხოენოვანი ტექსტი − Sylfaen-ის ფონტით. ნაშრომის ძირითადი ტექსტის ფონტის ზომა უნდა იყოს 12, სქოლიოების ტექსტის ფონტის ზომა – 10, სტრიქონებს შორის დაშორება – 1.0 ინტერვალი;
8. ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს აკადემიური წერის დადგენილ სტანდარტებს/სტილს (იხ. დანართი №2), ხოლო რეზიუმე შესაბამისობაში უნდა იყოს მისი შედგენისთვის განსაზღვრულ სტანდარტებთან (იხ. დანართი №3);
9. ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს მიერ, ნაშრომისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის, ასევე ნომრის საერთო მოცულობის გათვალისწინებით. რედაქცია იტოვებს უფლებას, ავტორ(ებ)თან შეთანხმებით, ნაშრომში შეიტანოს სარედაქციო ხასიათის ცვლილებები; მიღებული ნაშრომის გასწორებული ვერსია ან დაწუნებული ტექსტი ავტორ(ებ)ს არ უბრუნდება. ამასთან, რედაქციისგან არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გამოქვეყნებაზე უარის მიზეზის დასაბუთება;
10. ნაშრომის გამოქვეყნება უფასოა. საავტორო ჰონორარი არ არის გათვალისწინებული. თითოეული ავტორი მიიღებს გამოცემული ჟურნალის 1 ეგზემპლარს;
11. დოკუმენტები მიიღება 2020 წლის 14 დეკემბრიდან 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ ელფოსტაზე – contlablawrev@gmail.com (ვადის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება).
იხ. ჟურნალის Facebook გვერდი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად/კონსულტაციის გასავლელად მიმართეთ რედაქციას ზემოთ მითითებულ მისამართებზე.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

2020–2021  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ვადებისა და დაცვის კომისიების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21–ე მუხლის მე–6 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე

ვბრძანებ:

1. 2020–2021  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების  წინასწარი დაცვისა და დაცვის   ვადებად  განისაზღვროს:
წინასწარი დაცვა - 18 იანვარი;   დაცვა -  17 თებერვალი ;
2. შეიქმნას 2020–2021  სასწავლო  წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიები  შემდეგი შემადგენლობით:

საზოგადოებრივი გეოგრაფია
1) გიორგი გოგსაძ ე– პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2) ნინო პავლიაშვილი – ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
3) იოსებ სალუქვაძე  – პროფესორი
4) ია იაშვილი – ასოცირებული პროფესორი
5) გიორგი კვინიკაძე - ასოცირებული პროფესორი


მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევები
1) მარი წერეთელი – ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2) ხათუნა კაჭარავა  - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
3) მანანა შამილიშვილი - ასოცირებული პროფესორი
4) ნინო ჭალაგანიძე – ასოცირებული პროფესორი
5) ნათია კუპრაშვილი - ასოცირებული პროფესორი

 

პოლიტიკის მეცნიერება
1) მალხაზ მაცაბერიძე – პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2) სალომე დუნდუა – ასოცირებული  პროფესორი, კომისიის მდივანი
3) ალექსანდრე კუხიანიძე – პროფესორი
4) ზვიად აბაშიძე – ასოცირებული პროფესორი
5) ავთანდილ ტუკვაძე - ასოცირებული პროფესორი

 

სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა
1) ალექსანდრე კუხიანიძე –  პროფესორი , კომისიის თავმჯდომარე
2) სალომე დუნდუა – ასოცირებული  პროფესორი, კომისიის მდივანი
3) გიორგი მელიქიძე -  მოწვეული პედაგოგი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი
4) ვლადიმერ ნაფეტვარიძე – მოწვეული პედაგოგი
5) თამარ ქარაია - ასისტენტ პროფესორი

 

დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა
1) ზურაბ დავითაშვილი – პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2) ეკა აკობია – ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
3) ფიქრია ასანიშვილი - ასოცირებული პროფესორი
4) თორნიკე თურმანიძე – ასოცირებული პროფესორი
5) ნიკოლოზ სამხარაძე - ასოცირებული პროფესორი

 

    სოციალური მუშაობა
  1) ნინო შატბერაშვილი - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
  2) სალომე ნამიჭეიშვილი – ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
  3) თამარ მახარაძე– ასოცირებული პროფესორი
  4) ზურაბ ტატანაშვილი - მოწვეული პედაგოგი
  5) ნელი აკობია  - მოწვეული პედაგოგი

 

  კონფლიქტების ანალიზი და მართვა
  1) გუგული მაღრაძე – პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
  2) რევაზ ჯორბენაძე – პროფესორი,კომისიის მდივანი
  3) ზურაბ აბაშიძე - ასოცირებული პროფესორი
  4) ვახტანგ მაისაია - მოწვეული პედაგოგი, 
  5) ლაშა ტუღუში - ასისტენტ  პროფესორი

 

  ევრაზიისა და კავკასიის კვლევები (ინგლისურენოვანი)
  1) დავით მაცაბერიძე  – ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
  2) ფიქრია ასანიშვილი– ასოცირებული პროფესორი,  კომისიის მდივანი
  3) ზურაბ დავითაშვილი - პროფესორი
  4) თორნიკე თურმანიძე - ასოცირებული პროფესორი
  5) ნიკოლოზ სამხარაძე - ასისტენტ-პროფესორი

3.  ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ  პირთათვის ბრძანების გაცნობა ;
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

სრულად

ბრძანების N: 23/30

ახალგაზრდა მთარგმნელთათვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები

10 დე­კემ­ბერს ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­მა და ფონ­დმა „დი­ოგ­ენ­ემ“, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ერ­ებ­ის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით, შე­აჯ­ამა ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კონ­კურ­სი ახ­ალ­გაზ­რდა მთარ­გმნელ­თათ­ვის. კონ­კურ­სი ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის 85 წლის­თავს ეძ­ღვნე­ბო­და. და­ჯილ­დო­ება Zoom-ის პლატ­ფორ­მა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და და მას 80-ზე მე­ტი ად­ამი­ანი ეს­წრე­ბო­და. ღო­ნის­ძი­ებ­ის წამ­ყვან­მა – ფონდ „დი­ოგ­ენ­ეს“ ხელ­მძღვა­ნელ­მა თა­მარ ლე­ბა­ნი­ძემ ისა­უბ­რა მსგავ­სი კონ­კურ­სე­ბის გა­მარ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ ის ხელს შე­უწყობს ნი­ჭი­ერი ახ­ალ­გაზ­რდა მთარ­გმნე­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნას და წა­ხა­ლი­სე­ბას: „დი­ოგ­ენე“ — ეს ის გა­მომ­ცემ­ლო­ბაა, რო­მელ­თა­ნაც ბა­ტონ ვა­ხუშ­ტის ბო­ლო წლებ­ში მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და და ეს ნამ­დვი­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იყო. წელს პირ­ვე­ლად და, იმ­ედია, ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში უკ­ან­ას­კნე­ლად, ჩა­ტარ­და „ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ახ­ალ­გაზ­რდა მთარ­გმნელ­თა კონ­კურ­სი“ და მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პარ­ტნი­ორ­ებს და თა­ნა­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს – სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ერ­ებ­ის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს და ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს, კერ­ძოდ კი, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტს“, — თქვა თა­მარ ლე­ბა­ნი­ძემ. მან, ას­ევე, გა­მოკ­ვე­თა ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის კავ­ში­რი ირ­ან­ულ კულ­ტუ­რას­თან და მი­სი ღვაწ­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რი­სი დას­ტუ­რიც იყო ირ­ან­ის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩოს კულ­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ჰა­მიდ მუს­ტა­ფა­ვის სტუმ­რო­ბა და­ჯილ­დო­ებ­ის ცე­რე­მო­ნი­აზე. მან, თა­ვის მხრივ, მად­ლო­ბა გა­და­უხ­ადა კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს: „თარ­გმა­ნი ის­ეთი სფე­როა, რო­მე­ლიც ხალ­ხს და კულ­ტუ­რებს ძა­ლი­ან მჭიდ­როდ აერ­თი­ან­ებს და აკ­ავ­ში­რებს. ეს კონ­კურ­სი ბა­ტო­ნი ვა­ხუშ­ტის სა­ხე­ლით ტარ­დე­ბა, რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რად­გან ის გა­მორ­ჩე­ული პი­როვ­ნე­ბა იყო. მან შეძ­ლო და სხვა­დას­ხვა თარ­გმა­ნით გა­ამ­დიდ­რა ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა. ეს კონ­კურ­სი კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა ახ­ალ­გაზ­რდა მთარ­გმნე­ლე­ბი­სა და მკვლევ­რე­ბის­თვის, რომ წარ­მო­აჩ­ინ­ონ სა­კუ­თა­რი თა­ვი ახ­ალ ას­პა­რეზ­ზე. ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა ის ფაქ­ტი, რომ ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ტრა­დი­ცი­ებ­ის მქო­ნე კონ­კურ­სი, მი­უხ­ედ­ავ­ად ბევ­რი სირ­თუ­ლი­სა, წლე­ბია ტარ­დე­ბა,“ – აღ­ნიშ­ნა ჰა­მიდ მუს­ტა­ფავ­მა.

 

ღო­ნის­ძი­ებ­ას ას­ევე ეს­წრე­ბო­და თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ეს კონ­კურ­სი ლო­გი­კუ­რად და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად უკ­ავ­შირ­დე­ბა ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის სა­ხელს. მი­სი თქმით, სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ამ პრო­ექ­ტში ფონდ „დი­ოგ­ენ­ეს­თან“ ერ­თად აქ­ტი­ურ­ად იყო ჩარ­თუ­ლი ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტი, რად­გან ამ ფა­კულ­ტეტ­ზე მთარ­გმნე­ლო­ბი­თი საქ­მი­ან­ობა, მი­სი მეც­ნი­ერ­ული კვლე­ვა და სწავ­ლე­ბა ტრა­დი­ცი­ულ­ად მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზეა: „ბო­ლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მრა­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ება ჩა­ტარ­და, რო­მელ­თა მი­ზა­ნიც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია იყო. ერთ-ერთ ას­ეთ პრო­ექ­ტად მი­მაჩ­ნია კულ­ტუ­რის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ჩა­ტარ­და „ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კონ­კურ­სი ახ­ალ­გაზ­რდა მთარ­გმნე­ლე­ბი­სათ­ვის“. ბა­ტო­ნი ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლი ჭეშ­მა­რი­ტი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლია. მან და­ამ­თავ­რა თსუ-ის აღ­მო­სავ­ლეთ­მცოდ­ნე­ობ­ის ფა­კულ­ტე­ტი და ამ­ავე ფა­კულ­ტეტ­ზე მოღ­ვა­წე­ობ­და ჯერ დო­ცენ­ტის, შემ­დეგ კი პრო­ფე­სო­რის რან­გში. ამ­ით უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი და ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტიც დი­დად ამ­აყ­ობს“, — აღ­ნიშ­ნა ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა. ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა ას­ევე აღ­ნიშ­ნა, რომ ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის საქ­მი­ან­ობა სამ­კუთხედს ჰგავს, რომ­ლის სა­მი გვერ­დია მეც­ნი­ერ­ება, მხატ­ვრუ­ლი თარ­გმა­ნი და, ას­ევე, ქარ­თუ­ლი მხატ­ვრულ-ეს­თე­ტი­ური სამ­ყა­როს ტრა­დი­ცი­ებ­ისა და ფეს­ვე­ბის ძი­ება-პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა.

 

წელს ახ­ალ­გაზ­რდა მთარ­გმნელ­თა კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს 14 სხვა­დას­ხვა ენ­იდ­ან ნა­თარ­გმნი 60 ტექ­სტი. ნაშ­რო­მე­ბი, ან­ონ­იმ­ურ­ობ­ის დაც­ვით, შე­სა­ფა­სებ­ლად გა­და­ეგ­ზავ­ნა ხუ­თი წევ­რის­გან შემ­დგარ ჟი­ურ­ის, რომ­ლის წევ­რე­ბიც იყ­ვნენ: თსუ ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი მა­ნა­ნა ფხა­კა­ძე, მწე­რა­ლი და მთარ­გმნე­ლი და­თო ბარ­ბა­ქა­ძე, მთარ­გმნე­ლი და­თო ახ­ალ­აძე, მთარ­გმნე­ლი ანა კო­პა­ლი­ანი და მთარ­გმნე­ლი ლია რუ­ხა­ძე. მათ უნ­და შე­ერ­ჩი­ათ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი სამ ნო­მი­ნა­ცი­აშია: პო­ეზია, პრო­ზა და არ­ამ­ხატ­ვრუ­ლი ტექ­სტე­ბი.

 

2020 წლის კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში 11 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოცხა­დაა შე­სა­ბა­მი­სი ნო­მი­ნა­ცი­ებ­ისა და ად­გი­ლე­ბის მი­ხედ­ვით. ყვე­ლა ნო­მი­ნა­ცი­ის მე­ორე ად­გი­ლი ორ­მა მო­ნა­წი­ლემ გა­იყო.

 

ნო­მი­ნა­ცი­აში – პო­ეზია — მე-3 ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და ინ­გა ჟღენ­ტი (ლუ­ის გლუ­კის ლექ­სე­ბი: „ეპ­ილ­ოგი და წყვდი­ად­ის და­საწყი­სი“); მე-2 ად­გილ­ზე გა­ვიდ­ნენ: გი­ორ­გი ხუ­ლორ­და­ვა (სა­ადი ში­რა­ზე­ლის იგ­ავი „ბუს­თა­ნის მე­სა­მე თა­ვი­დან“) და ანა მი­ხა­ილ­ოვა-კე­ზე­ლი (სა­გა­ვა ჩი­კას ლექ­სე­ბის თარ­გმა­ნი­სათ­ვის); ამ ნო­მი­ნა­ცი­აში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი არ გა­იცა.

 

ნო­მი­ნა­ცი­აში — მხატ­ვრუ­ლი პრო­ზა – მე-3 ად­გი­ლი და­იკ­ავა გი­ორ­გი ყა­ზა­იშ­ვილ­მა (ედ­ვარდ პლან­კე­ტის „ცი­ხე ყოვ­ლის­გან უტ­ეხ­ელი საკ­ნო­თის გარ­და“); მე-2 ად­გილ­ზე გა­ვიდ­ნენ ილია ბა­წაშ­ვი­ლი (მარ­სელ ბრუს­ტის „და­კარ­გუ­ლი დრო­ის ძი­ებ­აში სვა­ნის მხა­რეს“) და მი­რი­ან რჩე­ულ­იშ­ვი­ლი (არ­ტურ კო­ნან დო­ილი „ბ24“); პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მო­იპ­ოვა და­ვით ხა­რა­იშ­ვილ­მა (რო­ბერტ ლუ­ის სტი­ვენ­სო­ნის „ერ­თი ღა­მის თავ­შე­სა­ფა­რი“).

 

ნო­მი­ნა­ცი­აში — არ­ამ­ხატ­ვრუ­ლი პრო­ზა – მე-3 ად­გი­ლი და­იკ­ავა ნა­თია მე­ჩი­თიშ­ვილ­მა (ჟურ­ნა­ლი „ნიუ იორ­კე­რი“ „ოც­ნე­ბე­ბი ევ­რო­პა­ზე — ესე იოს­ებ რო­ტის შე­სა­ხებ“); მე-2 ად­გი­ლი ერ­გო ირ­ინე გი­ორ­გა­ძე-მრო­ჟინ­სკას (ინ­ტერ­ვიუ ზა­ქა­რია თა­მირ­თან) და მა­რი­ამ კვერ­ნა­ძეს (ჯორჯ ლო­ედ­ის ვიქ­ტორ ფრან­კლის თე­ორია); პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­იმ­სა­ხუ­რა გიგ­ლა გო­ნაშ­ვილ­მა (ან­ტო­ნინ არ­ტო „თე­ატ­რი და მი­სი ორე­ული“).

 

კონ­კურ­სის საპ­რე­მიო ფონ­დი 5400 ლარს შე­ად­გენს. პირ­ვე­ლი ად­გი­ლის­თვის გა­იც­ემა 3000 ლა­რი (თი­თოეული — 1000 ლა­რი), მე­ორე ად­გი­ლის­თვის – თი­თოეული — 500 ლა­რი და მე­სა­მე პრე­მია – თი­თოეული — 300 ლა­რი.

 

და­ჯილ­დო­ებ­ის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ით­ქვა, რომ კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი გა­მოს­ცემს სა­უკ­ეთ­ესო თარ­გმა­ნე­ბის კრე­ბულს. გა­მარ­ჯვე­ბულ თარ­გმა­ნებ­თან ერ­თად კრე­ბულ­ში ყვე­ლა ის ნაშ­რო­მი მო­იყ­რის თავს, რო­მე­ლიც ჟი­ურ­იმ სა­უკ­ეთ­ეს­ოდ მი­იჩ­ნია. კრე­ბუ­ლის ეგ­ზემ­პლა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კურ­სის თა­ნა­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის — თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის მი­ერ მომ­ზად­დე­ბა და და­იბ­ეჭ­დე­ბა, გა­და­ეც­ემა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ერ­ებ­ის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს, აგ­რეთ­ვე, უფ­ას­ოდ გავ­რცელ­დე­ბა ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ებ­ში და მე­დი­ათ­ეკ­ებ­ში. კრე­ბუ­ლის ელ.ვერ­სია ას­ევე უფ­ას­ოდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ვებ-გვერ­დებ­ზე და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მებ­ზე saba.com.ge და lit.ge.

 

და­ჯილ­დო­ებ­ის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­მა მად­ლო­ბა გა­და­უხ­ად­ეს კონ­კურ­სის ჟი­ურ­ის წევ­რებს და აღ­ნიშ­ნეს, რომ ამ­გვა­რი კონ­კურ­სე­ბი მარ­თლაც უწყობს ხელს მთარ­გმნე­ლო­ბი­თი საქ­მი­ან­ობ­ის წა­ხა­ლი­სე­ბას.

 

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის: მთარ­გმნე­ლო­ბი­თი კონ­კურ­სი პირ­ვე­ლად 2010 წელს ჩა­ტარ­და და მა­შინ მხო­ლოდ ერ­თი ნო­მი­ნა­ცია არ­სე­ბობ­და „პო­ეზია ახ­ალ­გაზ­რდა მთარ­გმნე­ლე­ბის­თვის“. 2011 წელს „დი­ოგ­ენ­ემ“ ჩა­ატ­არა უკ­ვე მე­ორე კონ­კურ­სი იგ­ივე ნო­მი­ნა­ცი­ით. რამ­დე­ნი­მეწ­ლი­ანი პა­უზ­ის შემ­დეგ 2016, 2017 და 2018 წლებ­ში, მწე­რალ­თა სახ­ლის ინ­იცი­ატ­ივ­ით, კონ­კურ­სი გა­ნახ­ლდა და ჩა­ტარ­და სა­მი კონ­კურ­სი ორი ნო­მი­ნა­ცი­ით: „წიგ­ნად გა­მო­ცე­მუ­ლი ნა­თარ­გმნი პო­ეზია“ და „პე­რი­ოდ­იკ­აში და­ბეჭ­დი­ლი თარ­გმა­ნე­ბი“. 2019 წელს კონ­კურ­სი არ ჩა­ტარ­და, ხო­ლო წელს ის­ევ გა­ნახ­ლდა უკ­ვე სა­მი ნო­მი­ნა­ცი­ით.

 

2020 წელს გა­მარ­თუ­ლი კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ: ფონ­დი „დი­ოგ­ენე“ (თა­მარ ლე­ბა­ნი­ძე); თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი; თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ეკ­ატ­ერ­ინე ნავ­რო­ზაშ­ვი­ლი, თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რე­ბი: თეა შურ­ღაია, და­რე­ჯან გარ­და­ვა­ძე, მზია ბურ­ჯა­ნა­ძე, მა­რი­ნა ალ­ექ­სი­ძე, გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე, თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტე­ბი: ანა მინ­დი­აშ­ვი­ლი, მე­რი სა­მა­კაშ­ვი­ლი.

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

სრულად

ბრძანების N:

თსუ-ის ასოცირებულ პროფესორს ლელა ჯანაშვილს ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის ექსტრაორდინარული დოქტორის წოდება მიენიჭა

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ულ პრო­ფე­სორს ლე­ლა ჯა­ნაშ­ვილს ბარ­სე­ლო­ნის ავ­ტო­ნო­მი­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ექ­სტრა­ორ­დი­ნა­რუ­ლი დოქ­ტო­რის წო­დე­ბა მი­ენ­იჭა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა ბარ­სე­ლო­ნის ავ­ტო­ნო­მი­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­დოქ­ტო­რო კო­მი­სი­ამ მი­იღო, რო­მელ­მაც თსუ-ის პრო­ფე­სო­რის კან­დი­და­ტუ­რა ამ­ავე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური კო­მი­სი­ის მი­ერ წარ­დგე­ნილ კან­დი­და­ტებს შო­რის გა­მო­არ­ჩია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ექ­სტრა­ორ­დი­ნა­რუ­ლი დოქ­ტო­რის წო­დე­ბის კან­დი­და­ტად წარ­დგე­ნის მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბა ბარ­სე­ლო­ნის ავ­ტო­ნო­მი­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხის ფლო­ბაა.

 

„ჩემ­თვის დი­დი პა­ტი­ვია აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯილ­დოს მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც მო­მა­ნი­ჭეს ბარ­სე­ლო­ნის ავ­ტო­ნო­მი­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის „გლო­ბა­ლუ­რი სა­ჯა­რო სა­მარ­თლი­სა და ად­ამი­ან­ის უს­აფ­რთხო­ებ­ის“ ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბი­სა და დოქ­ტო­რის აკ­ად­ემი­ური ხა­რის­ხის A კა­ტე­გო­რი­ით შე­ფა­სე­ბი­სათ­ვის (summa cum laude). აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯილ­დოს მი­ღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ხა­რუ­ლოა იმ მხრი­ვაც, რომ ბო­ლო სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში „გლო­ბა­ლუ­რი სა­ჯა­რო სა­მარ­თლი­სა და ად­ამი­ან­ის უს­აფ­რთხო­ებ­ის“ სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მი­დან ნო­მი­ნან­ტი პირ­ვე­ლად წა­რად­გი­ნეს,“ — გა­ნაცხა­და ლე­ლა ჯა­ნაშ­ვილ­მა.

 

თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა ლე­ლა ჯა­ნაშ­ვილ­მა სა­მარ­თლის დოქ­ტო­რის პირ­ვე­ლი ხა­რის­ხი 2003 წელს მო­იპ­ოვა, რო­დე­საც დი­სერ­ტა­ცია კონ­სტი­ტუ­ცი­ური სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­იც­ვა თე­მა­ზე: „ეს­პა­ნუ­რი რე­გი­ონ­ალ­იზ­მის კონ­სტი­ტუ­ცი­ური სა­ფუძ­ვლე­ბი“. სა­მარ­თლის დოქ­ტო­რის მე­ორე ხა­რის­ხი კი ბარ­სე­ლო­ნის ავ­ტო­ნო­მი­ურ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მი­იღო სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მი­სათ­ვის — „ად­ამი­ან­ებ­ით ვაჭ­რო­ბა და „ახ­ალი მო­ნო­ბის“ ად­ამ­ინ­ის­ტრა­ცი­ული პრე­ვენ­ცია“.

 

„ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტი კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლი სა­მარ­თლის სკო­ლაა, რო­მე­ლიც ლი­დე­რია თა­ვი­სი აკ­ად­ემი­ური ტრა­დი­ცი­ებ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის ბა­ზარ­ზე მოთხოვ­ნის, სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის, კურ­სდამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბი­სა თუ სხვა მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით. ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­მა­ყობთ იმ ძლი­ერი აკ­ად­ემი­ური გუნ­დით, რო­მე­ლიც ჩვენს სტუ­დენ­ტებს ხვდე­ბა ფა­კულ­ტეტ­ზე და ყვე­ლა ჩვე­ნი პრო­ფე­სო­რის წარ­მა­ტე­ბა, ცხა­დია, ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­სი­ხა­რუ­ლოა. ჩვე­ნი აკ­ად­ემი­ური შე­მად­გენ­ლო­ბი­დან ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ლა პირ­ვე­ლია, რო­მელ­მაც ეს­პა­ნეთ­ში ეს­პა­ნურ ენ­აზე და­იც­ვა და მო­იპ­ოვა სა­მარ­თლის დოქ­ტო­რის აკ­ად­ემი­ური ხა­რის­ხი. მი­სი სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მის — „ად­ამი­ან­ებ­ით ვაჭ­რო­ბა და „ახ­ალი მო­ნო­ბის“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული პრე­ვენ­ცია“ — შე­ფა­სე­ბა გახ­ლდათ A (summa cum laude), რაც იშ­ვი­ათ­ობაა უცხო­ეთ­ში და­ცულ სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რო­მებ­თან მი­მარ­თე­ბით. ცალ­კე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჯილ­დო, რო­მე­ლიც ბარ­სე­ლო­ნის ავ­ტო­ნო­მი­ურ­მა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა მას გა­დას­ცა უკ­ვე ხა­რის­ხის მი­ნი­ჭე­ბის შემ­დეგ. ას­ევე მინ­და ვთქვა, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ლა წარ­მა­ტე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობს ეს­პა­ნუ­რი სა­მარ­თლის ინ­სტი­ტუტს ჩვენს ფა­კულ­ტეტ­ზე და ერ­თგვა­რი ხი­დია ქარ­თულ და ეს­პა­ნურ სა­მეც­ნი­ერო წრე­ებს შო­რის. მი­სი ინ­იცი­ატ­ივ­ითა და ორ­გა­ნი­ზე­ბით არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო სა­მეც­ნი­ერო დის­კუ­სია ჩა­ტარ­და. გუ­ლი­თა­დად ვუ­ლო­ცავ ქალ­ბა­ტონ ლე­ლას ამ წარ­მა­ტე­ბას და ინ­ტე­რე­სით ვე­ლო­დე­ბი მის ახ­ალ, აქ­ტუ­ალ­ურ და სა­ინ­ტე­რე­სო პუბ­ლი­კა­ცი­ებ­სა და ინ­იცი­ატ­ივ­ებს“, — აღ­ნიშ­ნა თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა თა­მარ ზა­რან­დი­ამ.

 

„ბარ­სე­ლო­ნის ავ­ტო­ნო­მუ­რი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის ფა­კულ­ტეტ­თან, ას­ევე, ამ­ავე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის უს­აფ­რთხო­ებ­ისა და პრე­ვენ­ცი­ის სკო­ლას­თან (EPSI) და სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ინ­სტი­ტუტ­თან (ICPS) ვაგ­რძე­ლებ რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ, ისე ინ­სტი­ტუ­ცი­ონ­ალ­ურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. თსუ-ის იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტ­თან ერ­თად ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ელ­ებ­ლად გვაქ­ვს მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი და იმ­ედს გა­მოვ­თქვამ, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მა­თი გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცე­მა“, — გან­მარ­ტა ლე­ლა ჯა­ნაშ­ვილ­მა.

 

ბარ­სე­ლო­ნის ავ­ტო­ნო­მი­ურ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ექ­სტრა­ორ­დი­ნა­რუ­ლი დოქ­ტო­რის წო­დე­ბის ჯილ­დოს გა­ცე­მის ტრა­დი­ცია 2013-2014 სას­წავ­ლო წელს დამ­კვიდ­რდა.

 

მო­ამ­ზა­და ნა­ტო ობ­ოლ­აძ­ემ

სრულად

ბრძანების N:

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა იმიტირებულ სასამართლო პროცესებში პირველი ადგილი მოიპოვა

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის გუნ­დმა იმ­იტ­ირ­ებ­ულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ში, რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფა­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის სკო­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტარ­და, პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მო­იპ­ოვა. შე­ჯიბ­რში სა­მი უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლი­დან (თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, თბი­ლი­სის თა­ვი­სუ­ფა­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი და ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი) 8 გუნ­დი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დის წევ­რე­ბი თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი მა­რი­ამ ჭი­კა­ძე, მა­რი­ამ კა­ხი­ძე, ნი­ნო და­ნე­ლიშ­ვი­ლი და მე­რაბ დო­ბორ­ჯგი­ნი­ძე არი­ან. სტუ­დენ­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა თა­მარ ზა­რან­დი­ამ შე­აფ­ასა.

 

„თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტი კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლი სა­მარ­თლის სკო­ლაა, რო­მე­ლიც ეფ­უძ­ნე­ბა სა­უკ­უნ­ოვ­ან ერ­ოვ­ნულ ტრა­დი­ცი­ებს და დღე­საც უპ­ირ­ობო ლი­დე­რია იურ­იდი­ული გა­ნათ­ლე­ბის ბა­ზარ­ზე ძლი­ერი აკ­ად­ემი­ური გუნ­დით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ცნო­ბა­დო­ბი­თა და სა­უკ­ეთ­ესო სტუ­დენ­ტე­ბით. სწო­რედ მე­ორე აკ­ად­ემი­ური კორ­პუ­სის კედ­ლებ­ში ყა­ლიბ­დე­ბი­ან იურ­ის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც, რო­გორც წე­სი, ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ­ნი არი­ან პრო­ფე­სი­აში და მუდ­მი­ვად გვა­ნე­ბივ­რე­ბენ სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბე­ბით, რო­გორც ერ­ოვ­ნულ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე. ამ­ჯე­რად ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი­სა­გან და­კომ­პლექ­ტე­ბულ­მა გუნ­დმა იმ­იტ­ირ­ებ­ული სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის შე­ჯიბ­რში მო­იპ­ოვა გა­მარ­ჯვე­ბა, რო­მე­ლიც ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თბი­ლი­სის თა­ვი­სუ­ფა­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის სკო­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის 14-15 ნო­ემ­ბერს ჩა­ტარ­და. სა­უკ­ეთ­ესო მომ­ხსე­ნებ­ლის სტა­ტუ­სიც სწო­რედ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გუნ­დის წევ­რმა — ნი­ნო დო­ლუ­აშ­ვილ­მა მო­იპ­ოვა და მას, ას­ევე, ვუ­ლო­ცავ ამ წარ­მა­ტე­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია გუნ­დის მწვრთნე­ლის, ჩვე­ნი მოწ­ვე­ული ლექ­ტო­რის ალ­ექ­სან­დრე იაშ­ვი­ლის წვლი­ლიც. იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტი მად­ლო­ბას უხ­დის მას ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის“, — გა­ნაცხა­და თა­მარ ზა­რან­დი­ამ.

 

კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, იმ­იტ­ირ­ებ­ული სა­სა­მარ­თლო პო­ცე­სე­ბის თე­მა­ტი­კა მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო, აქ­ტუ­ალ­ურ და, ამ­ავე დროს, პრობ­ლე­მა­ტურ სა­კითხებს ეხ­ებ­ოდა. შე­ჯიბ­რი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­მარ­თალ­წარ­მო­ებ­ის ფორ­მატ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

 

„პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ობ­ის­ას ძი­რი­თა­დი გან­ხილ­ვის სა­გა­ნი უზ­ენა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში მო­სა­მარ­თლე­თა გან­წე­სე­ბის წე­სი იყო. მოგ­ვეთხო­ვე­ბო­და არა მხო­ლოდ მო­სა­მარ­თლე­თა გან­წე­სე­ბის ერ­ოვ­ნუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის, არ­ამ­ედ მთლი­ან­ად სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბის ზედ­მი­წევ­ნით ცოდ­ნაც. ჩვე­ნი გუნ­დის მენ­ტო­რი ბა­ტო­ნი ალ­ექ­სან­დრე იაშ­ვი­ლი გახ­ლდათ, რო­მელ­მაც ჩვენს გა­მარ­ჯვე­ბა­ში დი­დი წვლი­ლი შე­იტ­ანა.

 

ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ შე­ჯიბ­რის თი­თოეული მო­ნა­წი­ლე გა­მო­ირ­ჩე­ოდა რო­გორც კარ­გი თე­ორი­ული ცოდ­ნით, ას­ევე პრაქ­ტი­კუ­ლი უნ­არ-ჩვე­ვე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, თი­თოეული გუნ­დი საკ­მა­ოდ ძლი­ერი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე იყო, რაც კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოს ხდი­და მთლი­ან­ად იმ­იტ­ირ­ებ­ულ პრო­ცესს“, — აღ­ნიშ­ნა თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტმა მე­რაბ დო­ბორ­ჯგი­ნი­ძემ.

 

„სა­ქარ­თვე­ლოს უზ­ენა­ესი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ებ­ის არ­ჩე­ვა­სა და და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს არ­სე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რის შე­ფა­სე­ბა რო­გორც მო­სარ­ჩე­ლის, ას­ევე მო­პა­სუ­ხის პო­ზი­ცი­იდ­ან მოგ­ვი­წია. ამ მიზ­ნით გა­ვე­ცა­ნით ერ­ოვ­ნულ სა­მარ­თლებ­რივ ნორ­მებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლით დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებ­სა და ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს პრე­ცე­დენ­ტულ სა­მარ­თალს.

 

დი­დი მად­ლო­ბა თბი­ლი­სის თა­ვი­სუ­ფალ უნ­ივ­ერ­სი­ტეტს ას­ეთი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის, ას­ევე, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს, გან­სა­კუთ­რე­ბით იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის დე­კანს, ქალ­ბა­ტონ თა­მარ ზა­რან­დი­ას და ჩე­მი გუნ­დის წევ­რებს, რო­მელ­თაც ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის­ას ძა­ლე­ბი არ და­იშ­ურ­ეს“, — აღ­ნიშ­ნა თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტმა მა­რი­ამ ჭი­კა­ძემ.

 

გა­მარ­ჯვე­ბულ­მა სტუ­დენ­ტებ­მა პრო­ფე­სი­ული გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში იმ­იტ­ირ­ებ­ული სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რეს. გუნ­დის ხელ­მძღვა­ნელ­მა მე­რაბ დო­ბორ­ჯგი­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ „ამ სა­ხის შე­ჯიბ­რი თე­ორი­ული ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის, პრო­ფე­სი­ული უნ­არ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბი­სა და პი­როვ­ნუ­ლი ზრდის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს იძ­ლე­ვა“. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობა მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ფე­სი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბად შე­აფ­ასა მა­რი­ამ კა­ხი­ძე­მაც.

 

„იმ­იტ­ირ­ებ­ულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობა გუ­ლის­ხმობს პრობ­ლე­მურ სა­კითხებ­ზე მუ­შა­ობ­ას, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი პო­ზი­ცი­ის მომ­ზა­დე­ბას და სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის წი­ნა­შე ამ პო­ზი­ცი­ებ­ის სა­ჯა­როდ წარ­დგე­ნას. შე­სა­ბა­მი­სად, იმ­იტ­ირ­ებ­ული პრო­ცე­სი მო­იც­ავს პრო­ფე­სი­ული გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან კომ­პო­ნენ­ტს, რო­მე­ლიც აუც­ილ­ებ­ელია ნე­ბის­მი­ერი იურ­ის­ტის კა­რი­ერ­ული გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი უნ­არ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გარ­და, პრო­ცეს­მა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახ­ალ­გაზ­რდე­ბის გაც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მოგ­ვცა. ამ შე­ჯიბ­რში მო­ნა­წი­ლე­ობა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია ყვე­ლა იმ სტუ­დენ­ტის­თვის, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა სა­მარ­თლით.

 

მინ­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლო პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე მსა­ჯებ­ზე, რად­გან ჩვე­ნი გუნ­დის­თვის ძა­ლი­ან დი­დი პა­ტი­ვი იყო ას­ეთი მა­ღალ­კვა­ლი­ფი­ცი­ური და ობი­ექ­ტუ­რი სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის წი­ნა­შე წარ­დგე­ნა“, — გა­ნაცხა­და თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტმა მა­რი­ამ კა­ხი­ძემ.

 

იმ­იტ­ირ­ებ­ული სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის თი­თოეულ შეხ­ვედ­რას ორი მო­სა­მარ­თლის­გან შემ­დგა­რი კო­ლე­გია აფ­ას­ებ­და. პრო­ექ­ტი ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­აგ­ენ­ტოს პროგ­რა­მის — „კა­ნო­ნის უზ­ენა­ეს­ობ­ის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში“ (USAID-PROLOG) — ხელ­შეწყო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.

მო­ამ­ზა­და ნა­ტო ობ­ოლ­აძ­ემ

სრულად

ბრძანების N:

პროფესორ ბრუნო დეფენსის (პარიზი II-ის უნივერსიტეტი) ანგარიში ეკონომიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივითა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამების გარე შეფასება უცხოელი ექსპერტების მიერ. მათ შორისაა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამა „ეკონომიკა“, რომლის შეფასება განახორციელა პარიზი - 2 პანთეონ ასას უნივერსიტეტის სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის სრულმა პროფესორმა ბრუნო დეფენსიმ.  

დანართი 1

დანართი 2

სრულად

ბრძანების N:

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო  საგანმანათლებლო პროგრამების დოქტორანტთა მესამე სამეცნიერო კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ

ვბრძანებ:

1. კონფლიქტების ანალიზისა და მართვის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მეექვსე სემესტრის დოქტორანტ კახა ფუტკარაძის III სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 16 დეკემბერს, 11:00 საათზე.
კომისიის შემადგენლობა:


1) რევაზ ჯორბენაძე - ინტერდისციპლინური მიმართულების პროფესორი
2) ზურაბ აბაშიძე - ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი
3) ალექსანდრე კუხიანიძე - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი
4)  თეონა მატარაძე. - ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი
5) ვახტანგ მაისაია - მოწვეული ლექტორი,  დოქტორი


2.    პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დამთავრების კანდიდატ ანა წითლიძის III სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 19 დეკემბერს 20:00 საათზე. 
კომისიის შემადგენლობა: 
1) მალხაზ მაცაბერიძე - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი
2.) ზვიად აბაშიძე - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი
3) სალომე დუნდუა - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი
4) თამარ ქარაია - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასისტენტ პროფესორი
5) ალექსანდრე სვანიშვილი - მოწვეული ლექტორი,  დოქტორი


3. სოციოლოგიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მერვე სემესტრის დოქტორანტ რატი შუბლაძის III სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 22 დეკემბერს, 11:00 საათზე.
 კომისიის შემადგენლობა: 
1) ამირან ბერძენიშვილი - სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების პროფესორი
2) მალხაზ მაცაბერიძე - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი
3) გიორგი გოგსაძე - საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების პროფესორი
4) ნინო დურგლიშვილი - სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის ასოცირებული პროფესორი
5) ემზარ ჯგერენაია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დარგის სპეციალისტი

4. დაცვა შედგება ონლაინ პლატფორმა “ZOOM”-ის გამოყენებით.

5. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა 

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
 

სრულად

ბრძანების N: 21/30

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტთა საყურადღებოდ

lms.tsu.ge-ზე გამოგეგზავნათ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსების პროექტი.

 

სრულად

ბრძანების N:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტთა საყურადღებოდ

lms.tsu.ge-ზე გამოგეგზავნათ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსების პროექტი.

 

სრულად

ბრძანების N:

პროფესორ კონსტანტინე კორკელიას დამსახურებული აღიარება



დასრულდა 2020 წლის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული.
საუნივერსიტეტო კვირეულს მხარს უჭერს USAID-ის დაფინანსებული პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG).
კვირეულის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტებმა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ღონისძიება ჩაატარა, რომელიც ქვეყანაში არსებული პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.
კვირეული სრულდება დღეს, 10 დეკემბერს, და ტრადიციისამებრ მონაწილე უნივერსიტეტების მიერ ხდება იმ პირის გამოვლენა, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ადამიანის უფლებების სამართლის მეცნიერების განვითარებაში.
მოხარულები ვართ, რომ კვირეულში მონაწილე უნივერსიტეტების გადაწყვეტილებით, წელს აღნიშნული ჯილდო გადაეცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორს, კონსტანტინ კორკელიას. ბატონი კონსტანტინე კორეკელია 14 წელია, რაც ადამიანის უფლებების ყოველწლიური სტატიათა კრებულის რედაქტორია. იგი ასევე არის მრავალი პუბლიკაციის ავტორი და სხვადასხვა დროს იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში. პროფესორი კონსტანტინე კორკელია არის ლატვიის პრეზიდენტის სამი ვარსკვლავის ორდენის (ლატვიის უმაღლესი ჯილდო) კავალერი ლატვიასა და საქართველოს შორის ურთიერობაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის. მისი გამორჩეული საქმიანობით პროფესორმა კონსტანტინე კორკელიამ დიდი წვლილი შეიტანა ადამიანის უფლებების სამართლის მეცნიერების განვითარებაში.


ვულოცავთ პროფესორ კონსტანტინე კორკელიას დამსახურებულ ჯილდოს  და ვუსურვებთ  შემდგომ წარმატებებს.


•    კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული 2020 წლის სტატიათა კრებულის „ადამიანის უფლებათა დაცვა და სახელმწიფოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია“ პრეზენტაცია. სტატიათა კრებულის გამოცემა დაიწყო 14 წლის წინ და ყოველ წელს მიმდინარე წლის აქტუალურ საკითხებს ეძღვნება.


გამოცემის დღიდან, კრებულის რედაქტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კონსტანტინე კორკელია.
2020 წლის სტატიათა კრებული შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სრულად

ბრძანების N:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტთა საყურადღებოდ!

lms.tsu.ge-ზე გამოგეგზავნათ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსების პროექტი.

 

სრულად

ბრძანების N:

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2020 წლის 27 ნოემბრის №20649/10 და 2020 წლის 28 ნოემბრის №20733/10, №20732/10, №20731/10, №20730/10, №20729/10, №20728/10, №20727/10, №20726/10, №20725/10, №20724/10, №20723/10  წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 30 ნოემბრის №22 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები რეაკრედიტაციის მიზნით „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი 2);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი 4);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-7 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გეოლოგია“ (დანართი 7);
დ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-12 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „მათემატიკა“ (დანართი 12);
ე) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-13 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი მათემატიკა“ (დანართი 13);
ვ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-16 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „ქიმია“ (დანართი 16);
ზ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-17 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „ქიმიური ექსპერტიზა“ (დანართი 17);
თ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 21-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „გეოლოგია“ (დანართი 21);
ი) I ნაწილის „გ“ პუნქტის 25-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „მათემატიკა“ (დანართი 25);
კ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 27-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „ქიმია“ (დანართი 27);
ლ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 30-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „გეოლოგია“ (დანართი 30);
მ) IV ნაწილის „ბ“ პუნქტის 90-ე  ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ (დანართი 90).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 114/2020

სტუდენტური კონფერენცია ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში

8 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, რომელიც იმართება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) მხარდაჭერით, სტუდენტური კონფერენცია - „საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმების მნიშვნელობა ეთნიკურ/ეროვნულ/რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვის სფეროში“ ჩაატარა.   ღონისძიების მარდამჭერები არიან გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის   ოფისი (OHCHR) სამხრეთ კავკასიაში და დიალოგის ინსტიტუტი, ფილადელფიის უნივერსიტეტი   (აშშ).

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 15 სტუდენტებმა, რომელთა შორის გამოვლინდა საუკეთესო პრეზენტაციები, რომელთა ავტორები არიან:

პირველი ადგილი - ელიზაბედ კაკაბაძე და სოფო ინაშვილი

მეორე ადგილი   - სულიკო ჟღენტი და მარიამ ცაგურია

მესამე ადგილი - ანა ასათიანი და ელიზაბედ აფაქიძე; თამარ გობეჯიშვილი და ანა ჩხეიძე.

კონფერენციას უძღვებოდნენ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორები - ირინე ქურდაძე და კონსტანტინე კორკელია,   გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის   ოფისი სამხრეთ კავკასიაში წარმომადგენელი - ბესარიონ ბოხაშვილი და სადოქტორო პროგრამის სტუდენტი, მოწვეული ლექტორი მერი კაპანაძე.

 

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი კონფერენციის თითოეულ მონაწილეს მადლობას უხდის ჩართულობისათვის.
 

 

სრულად

ბრძანების N:

გამოცხადდა კონკურსი „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“

,,პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ თსუ რექტორის 2020 წლის 9 დეკემბრის №242/01-01 ბრძანებით განისაზღვრა ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთათვის სტიპენდიების მინიჭების წესი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 9 დეკემბრის №242/01-01 ბრძანების საფუძველზე, პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტიდან დაფინანსდება მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის 109 სტუდენტი. სტიპენდიით დაფინანსება ითვალისწინებს უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა დაფინანსებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წინა სემესტრის მანძილზე მიღებული ქულების შედეგების გათვალისწინებით, შერჩევის საფუძველზე. ასევე, დაფინანსება გაიცემა იმ სტუდენტებზე, რომლებიც წინა კალენდარულ სემესტრის მანძილზე იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანმანთლებლო პროგრამებისა და თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (პარტნიორ უნივერსიტეტებს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებების/მემორანდუმების საფუძველზე. 

ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიური და ადმინისტრაციული პროცესების დისტანციური წესით წარმოების პირობებში საკონკურსო საბუთები მიიღება ელექტრონულად. სასტიპენდიო კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დოკუმენტაცია გამოგზავნილ უნდა იქნეს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე chancellerylaw@tsu.ge

შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. პირადი განცხადება იურიდიული ფაკულტეტის დეკანის სახელზე (საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე საკმარისია განცხადების გამოგზავნა სტუდენტის კორპორაციული თსუ ელექტრონული ფოსტით);

2. პირადობის მოწმობის ასლი;

3. წინა სემესტრის განმავლობაში (2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 5 აგვისტომდე) საქართველოში ან საზღვარგარეთ ჩატარებულ სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი ან ცნობა) ასეთის არსებობის შემთხვევაში (შერჩევის პროცესში მხედველობაში არ იქნება მიღებული ისეთი დოკუმენტი, რომლითაც ვერ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური  კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი). ამგვარი აქტივობა, ასევე, შეიძლება დადასტურდეს სტუდენტური კონფერენციის ორგანიზატორთა ოფიციალური წერილობითი კორესპონდენციით. იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარებულ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დადასტურება შესაძლებელი იქნება ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსისადმი მიმართვის საფუძველზე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე lela.janashvili@tsu.ge

4. გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ნაშრომების ასლი ასეთის არსებობის შემთხვევაში. სამეცნიერო ნაშრომი, ასევე, გამოქვეყნებული უნდა იყოს წინა სემესტრში (2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 5 აგვისტომდე), რაც უნდა დასტურდებოდეს სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენილი დოკუმენტით;

5.  იმ სტუდენტებმა, რომლებიც წინა კალენდარულ სემესტრში სასწავლებლად იმყოფებოდნენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა და თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (პარტნიორ უნივერსიტეტებს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებების/მემორანდუმების საფუძველზე, უნდა წარმოადგინონ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

6.  „საქართველოს ბანკის“ საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი;

დოკუმენტაციის მიღების ვადა განსაზღვრულია 2020 წლის 10 დეკემბრიდან  12 დეკემბრის 18 სთ-მდე. დოკუმენტაცია მიიღება იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე  chancellerylaw@tsu.ge.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსს, ქბ-ნ შორენა წენგუაშვილს ტელეფონის ნომერზე 577943878.

იხ. შესარჩევი კომისიის რეგლამენტი.

იურიდიული ფაკულტეტი გისურვებთ წარმატებებს!

სრულად

ბრძანების N:

სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს!

ცხადდება კონკურსი 
2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის ფარგლებში
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
(თსუ -ის რექტორის  2020 წლის 9 დეკემბრის  #242/01-01 ბრძანება)  
  
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს  II - VIII  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2019 - 2020 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ  30 კრედიტისა.


შერჩევის პროცესში მონაწილეობის  მისაღებად კანდიდატმა ელექტრონულ ფორმატში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:  
1.    განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე  (განაცხადის ფორმა იხილეთ დანართის სახით);
2.    პირადობის მოწმობის ასლი;
3.    საბანკო ანგარიშის ნომრის  ამონაწერი  „საქართველოს ბანკიდან“; 
4.    2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2020 წლის 3 თებერვლიდან 2020 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სამეცნიერო კრებულის, ან ჟურნალის სახელწოდება, თავფურცელი, სარჩევი, ლინკი, გამოქვეყნების თარიღი, ადგილი. 
5.  2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2020 წლის 3 თებერვლიდან 2020 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული); 


შენიშვნა: გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცლისა და ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტებს მოიძიებს თავად საფაკულტეტო კომისია.

საბუთები მიიღება ელექტრონულ ფორმატში 10 დეკემბრიდან – 14 დეკემბრის დილის 10:00საათამდე,  მისამართზე: social@tsu.ge 

პირველადი  შედეგები გამოქვეყნდება 16 დეკემბერს 12:00 სთ
აპელაცია :  16 დეკემბერს 15:00 სთ-მდე  social@tsu.ge
საბოლოო შედეგები გამოცხადდება  16 დეკემბერს 18:00 საათზე


გისურვებთ  წარმატებებს !

სრულად

ბრძანების N:

სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს!

ცხადდება კონკურსი 
2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის ფარგლებში
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
(თსუ -ის რექტორის  2020 წლის 9 დეკემბრის  #242/01-01 ბრძანება)  
  
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს  II - VIII  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2019 - 2020 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ  30 კრედიტისა.


შერჩევის პროცესში მონაწილეობის  მისაღებად კანდიდატმა ელექტრონულ ფორმატში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:  
1.    განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე  (განაცხადის ფორმა იხილეთ დანართის სახით);
2.    პირადობის მოწმობის ასლი;
3.    საბანკო ანგარიშის ნომრის  ამონაწერი  „საქართველოს ბანკიდან“; 
4.    2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2020 წლის 3 თებერვლიდან 2020 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სამეცნიერო კრებულის, ან ჟურნალის სახელწოდება, თავფურცელი, სარჩევი, ლინკი, გამოქვეყნების თარიღი, ადგილი. 
5.  2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2020 წლის 3 თებერვლიდან 2020 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული); 


შენიშვნა: გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცლისა და ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტებს მოიძიებს თავად საფაკულტეტო კომისია.

 

საბუთები მიიღება ელექტრონულ ფორმატში 10 დეკემბრიდან – 14 დეკემბრის დილის 10:00 საათამდე,  მისამართზე: social@tsu.ge 

 

პირველადი  შედეგები გამოქვეყნდება 16 დეკემბერს 12:00 სთ


აპელაცია :  16 დეკემბერს 15:00 სთ-მდე  social@tsu.ge


საბოლოო შედეგები გამოცხადდება  16 დეკემბერს 18:00 საათზე


გისურვებთ  წარმატებებს !

სრულად

ბრძანების N:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

1. ლარისა ყორღანაშვილი – ასოცირებული პროფ. დეკანის მოადგილის მ.შ.
2. გოჩა თუთბერიძე – ასოცირებული პროფ. დეკანის მოადგილის მ.შ
3. ელენე ხარაბაძე – სრული პროფ. დეკანის მოადგილის მ.შ.
4. ინეზა გაგნიძე – ასოც. პროფესორი, სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი
5. ეკა ლეკაშვილი – ასოცირებული პროფესორი, ხარისხის უზრინველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
6. იოხენ ციმერმანი – თსუ რექტორის მრჩეველი
7. რამაზ ქვათაძე – თსუ რექტორის მრჩეველი


II.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

   

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 118

ADAMI TALKS 2020 - ონლაინ დისკუსია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო ინტერაქტიული ონლაინ დისკუსია ADAMI TALKS 2020. ინტერაქტიურ სიმპოზიუმში, რომლის თემა იყო „შეგვიძლია თუ არა შევცვალოთ სამყარო? როგორია ჩვენი გავლენა?“ მონაწილეობდნენ ლიეტუვას, ბელორუსის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორები, ტელე-კინოსკოლების წარმომადგენლები. ონლაინ დისკუსიის მონაწილეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში მაიკე ვან კოლდამი და ADAMI Media Prize-ის დირექტორი სტეფან ტოლცი მიესალმნენ.

ღონისძიებაზე ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მედია და კინო პროფესიონალებმა, საზოგადო მოღვაწეებმა მედია ფაკულტეტების სტუდენტებს, ახალგაზრდა ჟურნალისტებსა და კინემატოგრაფისტებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და გამართეს დისკუსია. კერძოდ, შუქდება თუ არა და როგორ ხდება ყურადღების ფოკუსირება კულტურული მრავალფეროვნების თემებისა და პრობლემების მიმართ ზრდადი ნაციონალიზაციისა და პოლარიზაციის პირობებში.

ADAMI TALKS წარმოადგენს ინოვაციურ პლატფორმას აუდიოვიზუალური მედიისთვის კულტურული მრავალფეროვნების აქტუალური თემების განსახილველად. ეს არის პლატფორმა გამოცდილების გაზიარების და ახალი იდეების, მიდგომების წარმოჩენისთვის.

ADAMI Media Prize კულტურული მრავალფეროვნებისთვის ყველაზე მასშტაბური პლატფორმაა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში ინტეგრაციის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხების გარშემო მედიის და კინოსკოლების წარმომადგენლების კომუნიკაციის და გამოცდილების გაცვლისათვის. მაუწყებლებს, რეჟისორებსა და ჟურნალისტებს ყოველწლიურად ეძლევათ შესაძლებლობა საუკეთესო ნამუშევრები წარადგინონ ADAMI Media Prize პრესტიჟულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. დისკუსიის ბოლოს, რეგიონში არსებულ ეთნიკურ, რელიგიურ და კულტურულ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული აუდიოვიზუალური საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინდა. ჯილდო გადაეცათ ექვს კატეგორიაში (გასართობი გადაცემები/მხატვრული ფილმები, დოკუმენტური ფილმები, ახალი ამბები/მოკლემეტრაჟიანი არამხატვრული ფილმები, სტუდენტური ნამუშევრები, ვებსაიტები და ონლაინ ვიდეო) შექმნილი ნამუშევრების ავტორებს.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N242/01-01  2020.12.09 ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 6) ბაკალავრიატის სტუდენტთა დაფინანსების წესის საფუძველზე.

ვბრძანებ

  1. განხორციელდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  N242/01-01  2020.12.09 ბრძანების შესაბამისად თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთაგან სახელმწიფო სტიპენდიის მოსაპოვებლად 85 კანდიტატის შერჩევა.
  2. სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

•    ვალერიან მელიქიძე – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
•    ელენე გელაშვილი –სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის  უფროსი;
•    ნათია დათიაშვილი – მთავარი სპეციალისტი ;
•    ელენე ხუციშვილი – უფროსი სპეციალისტი;
•    თამარ გოგორიშვილი - მთავარი სპეციალისტი ;
•    თამარ ქარსაულიძე – წამყვანი სპეციალისტი;
•    ლუიზა აბაზაძე – მთავარი სპეციალისტი ;

3. საბუთები მიიღება ელექტრონულ ფორმატში 10 დეკემბრიდან – 14 დეკემბრის 10:00 საათამდე   მისამართზე: social@tsu.ge 

4. კომისიამ იხელმძღვანელოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N 6) „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების წესით

5. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა 
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 22/30