საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9, მე-11  და  მე-12 პუნქტების,  ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  2014 წლის 6 აგვისტოს N130/01-01 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული   სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის  22 სექტემბრის  №34578/02 კორესპონდენციის საფუძველზე,  

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის  - ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად გამოცხადდეს კონკურსი უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.
2. კანდიდატების შერჩევა განახორციელოს სტიპენდიის მიმნიჭებელმა კომისიამ მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად   გამსახურდიას   სახელობის   სტიპენდიის   დანიშვნის, სტიპენდიანტის 

გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 6 აგვისტოს 130/01-01-01 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესის საფუძველზე.
3. დამტკიცდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი ელგუჯა ხინთიბიძე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) პროფესორი დარეჯან თვალთვაძე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) პროფესორი რამაზ ქურდაძე (კომისიის წევრი);
დ) პროფესორი კახაბერ ლორია (კომისიის წევრი);
ე) პროფესორი  ნანი გაფრინდაშვილი ( კომისიის წევრი);
ვ) ასოცირებული პროფესორი ვლადიმერ მინაშვილი (კომისიის წევრი);
ზ) ასოცირებული პროფესორი რამაზ ჭილაია (კომისიის წევრი);
თ) ასოცირებული პროფესორი თამარ შარაბიძე (კომისიის წევრი);
ი) ასისტენტ პროფესორი ელენე გოგიაშვილი (კომისიის  მდივანი).
4. სტიპენდიის მოპოვების მსურველმა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა  კომისიის სახელზე წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ)  ავტობიოგრაფია – CV;
გ) აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სასწავლო ბარათიდან);
დ) წინა სასწავლო წელს გამოქვეყნებული/დასაბეჭდად გადაცემული ნაშრომები;
ე) წინა სასწავლო წელს ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;  
ვ) უნივერსიტეტის გაცვლით და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
5. სტიპენდიის მოპოვების მსურველმა დოქტორანტმა კომისიის სახელზე უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია – CV;
გ) სამოტივაციო წერილი;
დ) წინა სასწავლო წელს გამოქვეყნებული/დასაბეჭდად გადაცენული ნაშრომი(ებ)ი;
ე) წინა სასწავლო წელს ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;  
ვ) უნივერსიტეტის გაცვლით და საერთაშორისო საგანმნათლებლო პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელინ დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
6. სტიპენდიის  მიღების  მსურველის სტუდენტების საბუთების მიღება  მოხდეს  2015 წლის 22  სექტემბრიდან - 28 სექტემბრის ჩათვლით 10.00-დან 17.00 საათამდე  უნივერსიტეტის  I კორპუსის  207-ე ოთახში.
7. სტიპენდიანტების შერჩევის თაობაზე კომისიის დასკვნა მომზადდეს არაუგვიანეს  2015 წლის 5 ოქტომბრისა.
8.  დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება.
9.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,         
რექტორის მოადგილე                                         იოსებ სალუქვაძე                           

სრულად

ბრძანების N: 174/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის “Excel“-ის მასწავლებელთა ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე  და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2015 წლის 16 სექტემბრის №33167/02 წერილის  საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:  

1. მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 25 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), კურსის მოცულობა - 30 საათი;
2. გაიხსნას უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი “Excel“-ი,   კურსზე მინიმუმ 12 მსმენელის არსებობის შემთხვევაში;
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი, 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                     ერმი ქემოკლიძე                   

სრულად

ბრძანების N: 114/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ- კურსის “ქიმია სკოლაში და სკოლის გარეთ” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე  და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის “ქიმია სკოლაში და სკოლის გარეთ”  დამტკიცების შესახებ რექტორის   2015 წლის 18 სექტემბრის №172/02 ბრძანების  საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:  

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის კურსის “ქიმია სკოლაში და სკოლის გარეთ” (შემდგომში - ,,ტრენინგ-კურსი”) ერთი კურსის (კურსის მოცულობა 30 კვირა) ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 450 ლარით.
2. ტრენინგ-კურსი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 10 მსმენელის არსებობის შემთხვევაში. 
3. ტრენინგ-კურსის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად, რაც განისაზღვრება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მსმენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 
4. ტრენინგ-კურსის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი –   25 ლარის ოდენობით (დაბეგვრით); 
5. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 
 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი, 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                     ერმი ქემოკლიძე            

სრულად

ბრძანების N: 115/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ -კურსის “სასკოლო მათემატიკის დამატებითი თავები”-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე  და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის “სასკოლო მათემატიკის დამატებითი თავები” დამტკიცების შესახებ რექტორის  2015 წლის 18 სექტემბრის №171/02 ბრძანების საფუძველზე, 

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:  

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის ,,სასკოლო მათემატიკის დამატებითი თავები” (შემდგომში - ,,ტრენინგ-კურსი”) ერთი კურსის (კურსის მოცულობა 30 კვირა) ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 450 ლარით.
2. ტრენინგ-კურსი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 10 მსმენელის არსებობის შემთხვევაში. 
3. ტრენინგ-კურსის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად, რაც განისაზღვრება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მსმენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 
4. ტრენინგ-კურსის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი –   25 ლარის ოდენობით (დაბეგვრით); 
5. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი, 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                     ერმი ქემოკლიძე

სრულად

ბრძანების N: 116/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ -კურსის “ფიზიკა სკოლაში და სკოლის გარეთ” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე  და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის “ფიზიკა სკოლაში და სკოლის გარეთ”-ს დამტკიცების შესახებ რექტორის  2015 წლის 18 სექტემბრის №170/02 ბრძანების საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:  

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის კურსის  “ფიზიკა სკოლაში და სკოლის გარეთ” (შემდგომში - ,,ტრენინგ-კურსი”) ერთი კურსის (კურსის მოცულობა 30 კვირა) ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 450 ლარით.
2. ტრენინგ-კურსი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 10 მსმენელის არსებობის შემთხვევაში. 
3. ტრენინგ-კურსის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად, რაც განისაზღვრება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მსმენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 
4. ტრენინგ-კურსის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი –  25 ლარის ოდენობით (დაბეგვრით); 
5. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 
 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი, 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                ერმი ქემოკლიძე            
სრულად

ბრძანების N: 117/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 
2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11  პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" №10/ნ ბრძანების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 21 სექტემბრის MES 9 15 00939607 დასკვნის (კანცელარიაში რეგისტრაციის 34290/02, 21.09.2015) საფუძველზე,
            
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩაირიცხონ მობილობის წესით 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგი სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულებისა და პროგრამების შესაბამისად (დანართი №1).
2.    თსუ-ს რექტორის ბრძანება გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს    სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში, ხოლო 3 სამუშაო დღის ვადაში გაიგზავნოს  სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
რექტორის მოადგილე        იოსებ სალუქვაძე

სრულად

ბრძანების N: 1040/01-04

"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/დიპლომირებული მედიკოსის პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2015 წლის 15 მაისის №73/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2015 წლის 4 სექტემბრის №29650/02 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/დიპლომირებული მედიკოსის პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 15 მაისის N73/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის "ე” ქვეპუნქტით დამტკიცებულ იურიდიული ფაკულტეტის  N5 დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: 

მაგისტრატურა

(ვაკანტური ადგილების რაოდენობა)

10 ადგილი

                                                               "

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ;

3. ბრძანების   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას ;

4.       ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი, პროფესორი                             აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

სრულად

ბრძანების N: 168/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

     "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის #118 დადგენილებით (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი #10 29.12.2014წ.) დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2  და მე-3 პუნქტების, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე წესის მე-3 მუხლის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის     5 აგვისტოს #27/04  ერთობლივი ბრძანების და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ალექსანდრე ცისკარიძის 2015 წლის 9 სექტემბრის #30990/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2015 წლის 15 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2015 წლის 16 ნოემბრიდან 2015 წლის     11 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2016 წლის 10 იანვრისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 
ადამიანის ანატომიის, ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტი 
     ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე  (დადგენილი  ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);    
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
ი) ინფორმაცია  ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
   ი.ა) თანხმობის წერილს იმ  ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა 
       განხორციელდეს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი.
   ი.ბ) კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს.
   ი.გ) ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილი  
       სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის გამოყოფილი   
       მატერიალურ- ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს.
6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2015 წლის 16 ნოემბრიდან 2015 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით 1100-დან  1700 საათამდე მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო  დოკუმენტაციის  მიმღებ  აპარატში. მისამართი: ქ.თბილისი, ჭიაურელის #2, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი,   II სართული,   ოთახი N27-28;
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანების N: 169/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის “ფიზიკა სკოლაში და სკოლის გარეთ” დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების   მინისტრის 2013 წლის 11  სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2015 წლის 15 სექტემბრის №32895/02  წერილის საფუძველზე,

                         ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსი “ფიზიკა სკოლაში და სკოლის გარეთ”  (დანართი 1);
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 
 
ბრძანების N: 170/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის “სასკოლო მათემატიკის დამატებითი თავები”-ს დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსი “ სასკოლო მათემატიკის დამატებითი თავები”  (დანართი 1);

ბრძანების N: 171/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის “ქიმია სკოლაში და სკოლის გარეთ” დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების   მინისტრის 2013 წლის    11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2015 წლის 15 სექტემბრის #32895/02 წერილის საფუძველზე,
                        
                         ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსი “ქიმია  სკოლაში და სკოლის გარეთ”  (დანართი 1);

ბრძანების N: 172/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 16 ივნისის №09/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  და 23-ე მუხლების  პირველი  პუნქტების,  ,,საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული      ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  მე–15 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ,,ნ“ და ,,პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ თ:

1.    შევიდეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 16 ივნისის №09/04 ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ  შრომის დისციპლინის  დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო  ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში და კომისია ჩამოყალიბდეს შემდეგი შემადგენლობით:

ა) ია ბაღაშვილი - პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) შორენა ერისთავი - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) რუსუდან უზნაძე - საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი); 
დ) რუსუდან სხირტლაძე - იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი, კომისიის მდივანი);

2.  დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი, პროფესორი                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                        დავით ჩომახიძე

სრულად

ბრძანების N: 30/04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსანტთა გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის №257 დადგენილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების” მე-6 მუხლის მე-6.2 პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 15 სექტემბრის №5881/27 (კანც. რეგისტრაციის №32648/02) წარდგინების საფუძველზე

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსანტთა გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობა: 

კომისიის თავმჯდომარე:
პროფ. დ. თვალთვაძე  _ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.

 კომისიის წევრები:
 1. პროფ. თ. დუნდუა _ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
 2. პროფ. თ. პაპასქირი _ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
 3. პროფ. ნ. გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;
 4. ასოც. პროფ. დ. გარდავაძე _ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი;
 5. პროფ. რ. გორდეზიანი _ სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე;
 6. ასოც. პროფ. ქ. ხუციშვილი _ სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
 7. ასოც. პროფ. ე. ბჟალავა  _ სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი;
 8. ნ. პოპიაშვილი _ კომისიის მდივანი.

დარგობრივი კომისიები:

ა) ფილოსოფია
1. აკაკი ყულიჯანიშვილი -  პროფესორი 
2. ვალერიან რამიშვილი –  პროფესორი
3. დემურ ჯალაღონია -  პროფესორი
4. ირაკლი ბრაჭული - ასოცირებული პროფესორი
5. ანასტასია ზაქარიაძე - ასოცირებული პროფესორი
6. რევაზ გორდეზიანი - ასოცირებული პროფესორი 
7. დოლიძე მამუკა – ასოცირებული პროფესორი
8. ნაპო კვარაცხელია – ასოცირებული პროფესორი

ბ) ისტორია:
საქართველოს ისტორია; ახალი და უახლესი ისტორია; ძველი მსოფლიოს ისტორია, მახლობელი აღმოსავლეთის ისტორია, რუსეთისმცოდნეობა
1. მარიამ ჩხარტიშვილი  - პროფესორი
2. გიული ალასანია – პროფესორი
3. ჯაბა სამუშია -  პროფესორი
4. მიხეილ ბახტაძე  - ასოცირებული პროფესორი
5. გიორგი ოთხმეზური - ასოცირებული პროფესორი
6. დიმიტრი შველიძე - ასოცირებული პროფესორი
7. ნიკოლოზ ჯავახიშვილი - ასოცირებული პროფესორი
8. ბონდო კუპატაძე-  ასოცირებული პროფესორი
9. ქეთევან ნადირაძე- ასოცირებული პროფესორი
10. თეიმურაზ პაპასქირი -  პროფესორი
11. მერაბ კალანდაძე - ასოცირებული პროფესორი
12. გოჩა ჯაფარიძე -  პროფესორი
13. ლეილა ხუბაშვილი  – ასოცირებული პროფესორი
14. ფატი შეყლაშვილი - ასოცირებული პროფესორი
15. მირიან მახარაძე – ასოცირებული პროფესორი
16. ნანი გელოვანი - ასოცირებული პროფესორი
17. დალი კანდელაკი – ასოცირებული პროფესორი
  
გ) ამერიკისმცოდნეობა
1. ვასილ კაჭარავა -  პროფესორი
2. თემურ  კობახიძე -  პროფესორი
3. ელენე მეძმარიაშვილი - ასოცირებული პროფესორი

დ) ანთროპოლოგია, არქეოლოგია-პალეოანთროპოლოგია
1. როლანდ თოფჩიშვილი -  პროფესორი  
2. ქეთევან ხუციშვილი - ასოცირებული პროფესორი
3. როზეტა გუჯეჯიანი – ასოცირებული პროფესორი
4. ვახტანგ ლიჩელი –  პროფესორი
5. ზვიად კვიციანი - ასოცირებული პროფესორი
6. მარინე ფუთურიძე - ასოცირებული პროფესორი

ე) კულტურის კვლევები:
1.    ნინო ჩიქოვანი -  პროფესორი
2.    ქეთევან კაკიტელაშვილი - ასოცირებული პროფესორი
3.    ივანე წერეთელი – ასოცირებული პროფესორი

ვ)ხელოვნებათმცოდნეობა
1. ზაზა სხირტლაძე -  პროფესორი
2. ირინა კოშორიძე - ასოცირებული პროფესორი
3. ნათელა ჯაბუა - ასოცირებული პროფესორი
4. ნინო სილაგაძე - ასოცირებული პროფესორი 
5. მაია ციციშვილი – ასოცირებული პროფესორი
6. ირინე მირიჯანაშვილი – ასოცირებული პროფესორი

ზ) ფილოლოგია:
ქართველური ენათმეცნიერება; იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება;   თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერება; 
1. თამაზ გამყრელიძე -  პროფესორი 
2. რამაზ ქურდაძე -  პროფესორი 
3. კახა გაბუნია - ასოცირებული პროფესორი 
4. რუსუდან ზექალაშვილი - ასოცირებული პროფესორი
5. მაია ლომია - ასოცირებული პროფესორი
6. გიული შაბაშვილი - ასოცირებული პროფესორი
7. სალომე ომიაძე - ასოცირებული პროფესორი
8. ნინო შარაშენიძე - ასოცირებული პროფესორი
9. ქეთევან მარგიანი-სუბარი   – ასოცირებული პროფესორი
10. რევაზ აბაშია - ასოცირებული  პროფესორი
11. ეთერ სოსელია  - ასოცირებული პროფესორი
12. რუსუდან ასათიანი - ასოცირებული პროფესორი
13. თინათინ ბოლქვაძე - ასოცირებული პროფესორი
14. მარინე ივანიშვილი  – ასოცირებული პროფესორი
15. ცირა ბარამიძე -  პროფესორი  
16. ნანა მაჭავარიანი - ასოცირებული პროფესორი
17. მერაბ ჩუხუა - ასოცირებული პროფესორი
18. როსტომ ფარეულიძე - ასოცირებული პროფესორი

თ) ქართული ლიტერატურის ისტორია;  შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა.
1. ელგუჯა ხინთიბიძე -  პროფესორი 
2. ლელა ხაჩიძე - ასოცირებული პროფესორი
3. ნესტან სულავა - ასოცირებული პროფესორი
4. მაკა ელბაქიძე - ასოცირებული პროფესორი
5. ვლადიმერ მინაშვილი - ასოცირებული პროფესორი 
6. კახაბერ ლორია -  პროფესორი 
7. რუსუდან ნიშნიანიძე - ასოცირებული პროფესორი
8. თამარ პაიჭაძე - ასოცირებული პროფესორი
9. ირმა რატიანი -  პროფესორი
10. რამაზ ჭილაია - ასოცირებული პროფესორი
11. თენგიზ კიკაჩეიშვილი - ასოცირებული პროფესორი

ი) ლიტერატურული ურთიერთობები
1. ეკატერინე ნავროზაშვილი - ასოცირებული პროფესორი
2. ნინო  წერეთელი - ასოცირებული პროფესორი

კ) ინგლისური ფილოლოგია; გერმანული ფილოლოგია; რომანული ფილოლოგია; თარგმანმცოდნეობა; ევროპული ლიტერატურა.
1. მანანა რუსიეშვილი -  პროფესორი 
2. მანანა გელაშვილი -  პროფესორი
3. ინესა მერაბიშვილი  -  პროფესორი
4. თინათინ მარგალიტაძე - პროფესორი
5. რუსუდან დოლიძე - ასოცირებული პროფესორი
6. გიორგი ყუფარაძე - ასოცირებული პროფესორი 
7. ნათელა ნემსაძე - ასოცირებული პროფესორი
8. ნინო დარასელია - ასოცირებული პროფესორი
9. ლალი ქეცბა-ხუნდაძე - პროფესორი
10. მარინა ანდრაზაშვილი - ასოცირებული პროფესორი
11. ნუნუ კაპანაძე - ასოცირებული პროფესორი
12. ნინო ქიმერიძე - ასოცირებული პროფესორი
13. სოფიო მუჯირი - ასოცირებული პროფესორი 
14. კონსტანტინე ბრეგაძე - ასოცირებული პროფესორი
15. ქეთევან გაბუნია -  პროფესორი 
16. ნანა გუნცაძე  –ასოცირებული  პროფესორი
17. მარინე კობეშავიძე  – ასოცირებული პროფესორი
18. მაია ჯავახიძე  - ასოცირებული პროფესორი
19. ირინე დარჩია - ასოცირებული პროფესორი

ლ) ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია;
1. რისმაგ გორდეზიანი -  პროფესორი 
2. თინათინ  დოლიძე -  პროფესორი
3. იამზე გაგუა - ასოცირებული პროფესორი

4. ირინე დარჩია - ასოცირებული პროფესორი
5. ეკატერინე კობახიძე - ასოცირებული პროფესორი 
6. ნანა ტონია - ასოცირებული პროფესორი
7. ზაზა ხინთიბიძე - ასოცირებული პროფესორი
8. ქეთევან ნადარეიშვილი - ასოცირებული პროფესორი
9. მანანა ფხაკაძე - ასოცირებული პროფესორი
10. რუსუდან ცანავა - ასოცირებული პროფესორი
11. სოფიო შამანიდი - პროფესორი 
12. ანი ჩიქოვანი – ასოცირებული პროფესორი

მ) არაბული ფილოლოგია
1.    აპოლონ სილაგაძე -  პროფესორი
2.    დარეჯან გარდავაძე - ასოცირებული პროფესორი
3.    მაია ანდრონიკაშვილი - ასოცირებული პროფესორი
4.    მარიამ ნანობაშვილი - ასოცირებული პროფესორი
5.    გიორგი ლობჟანიძე - ასოცირებული პროფესორი
6.    ნინო ეჯიბაძე - ასოცირებული პროფესორი

ნ) ირანული ფილოლოგია
1. მარინე ალექსიძე - ასოცირებული პროფესორი
2. მანანა კვაჭაძე - ასოცირებული პროფესორი
3. ფატმან ანთაძე–მალაშხია  - ასოცირებული პროფესორი
4. თეა შურღაია - ასოცირებული პროფესორი
5. ნომადი ბართაია – ასოცირებული პროფესორი

2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე

რექტორი, პროფესორი                აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

სრულად

ბრძანების N: 167/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 
ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა  ჩარიცხვის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2011 წლის 29 დეკემბრის #224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების /მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,აბიტურიენტებისათვის  /მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის / სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2015 წლის 31 აგვისტოს N981, 2 სექტემბრის N987 ბრძანებების, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2015 წლის 6 აგვისტოს N26026/02 და 15 სექტემბრის N32953/02  წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტები N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2. ინფორმაცია   საგანმანათლებლო    დაწესებულებების    რეესტრში   შესატანად        
გაეგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირებისათვის გაცნობისთანავე.
5. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

სრულად

ბრძანების N: 1024/01-04