- გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად;
- უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
- კონკურსი გამოცხადდეს 2015 წლის 8 იანვარს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2015 წლის 9 თებერვლიდან 2015 წლის 13 თებერვლის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2015 წლის 13 მარტისა;
- კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
დასავლეთევროპული ფილოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
თარგმანმცოდნეობის კათედრა
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
თეორიული და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სასწავლო- სამეცნიერო ინსტიტუტი
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
- აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) სამოტივაციო წერილი.
- საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2015 წლის 9 თებერვლიდან 2015 წლის 13 თებერვლის ჩათვლით 930-დან 1800 საათამდე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, II სართული, ოთახი N 207;
- ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
- დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორის მოადგილე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი იოსებ სალუქვაძე