1. 2014 წლის 7-11 სექტემბერს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენციის, „ებრაული თემები ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში“ ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) დავით ჩომახიძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე.
ბ) გურამ ლორთქიფანიძე - თსუ ისრაელის ცენტრის ხელმძღვანელი, ემერიტუსი თავმჯდომარის მოადგილე.
გ) დარეჯან თვალთვაძე -თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, თავმჯდომარის მოადგილე.
დ) მამუკა ბუცხრიკიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ჯგუფის წევრი.
ე) მარიკა ჩაჩიბაია - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ჯგუფის წევრი.
ვ) ზურაბ გაიპარაშვილი - ბიბლიოთეკის დირექტორი, ჯგუფის წევრი.
ზ) ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი.
თ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი.
ი) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი.
კ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი.
2. საორგანიზაციო ჯგუფმა ორი თვის ვადაში წარმოადგინოს კონფერენციის პროგრამა და ხარჯთაღრიცხვა საფინანსო დეპარტამენტში.
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს კონფერენციისათვის საბანკო ანგარიშის გახსნა და ამ ანგარიშზე დონორისაგან ჩარიცხული თანხის განკარგვა წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.
4. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს (გ. ტალახაძე) კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
5. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს (ნ. მამაგულიშვილი), უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს (გ. ღვედაშვილი).
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
8. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
9. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა