საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა   და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და „ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და  63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის   „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეტანილ იქნას ცვლილება  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016  წლის   23 დეკემბრის N18/04 ერთობლივ ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა) თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) გიორგი გაფრინდაშვილი - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) თინათინ   გაბრიჩიძე   -   ხარისხის   უზრუნველყოფის   სამსახურის   აკრედიტაციის კვლევებისა და შეფასების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, საბჭოს მდივანი;
დ) რევაზ აფხაზავა  - განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე, საბჭოს წევრი;
ე) ნინო ქურდაძე - ცოდნის გადაცემის და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი, საბჭოს წევრი;
ვ) გიორგი ჩაკვეტაძე - წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსი, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი, საბჭოს წევრი.“.

2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



რექტორი     გიორგი შარვაშიძე 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 4/04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების, სსიპ -  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის 29 დეკემბრის "2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ" #837 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები: 
ა)პროცედურული ვადები: 
ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 6 – 8 თებერვალი; 
ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება – 9 - 12 თებერვალი;
ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება –13 თებერვალი; 
ა.დ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 14 თებერვალი;
ა.ე) ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 15 თებერვალი. 
ბ)საგამოცდო ვადები (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის): 
ბ.ა) უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) - 9 თებერვალი (10 საათი);
ბ.ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 თებერვალი (17 საათი); 
ბ.გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 12 თებერვალი (9 სთ-დან – 13 სთ-მდე);
ბ.დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 12 თებერვალი (17 საათი); 
ბ.ე) გასაუბრება სპეციალობაში  - 12 თებერვალი (14 საათი).
ბ.ვ) საბოლოო შედეგების გამოცხადება – 12 თებერვალი (18 საათი).

2. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი; 
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა.
ი)სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
კ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ლ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის  დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                გიორგი შარვაშიძე


 

სრულად

ბრძანების N: 17/01-01