eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილებაში მეეზოვის (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად  კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ამავე  მუხლის  მე-2  პუნქტისა  და     მატერიალური  რესურსების  მართვის დეპარტამენტის უფროსის იოსებ სოფრომაძის  2026 წლის  19 ივნისის   N13568/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური    რესურსების    მართვის    დეპარტამენტის    სამეურნეო განყოფილებაში მეეზოვეების (2 ვაკანსია) შესარჩევად:
ა)მეეზოვის (შტატგარეშე პოზიცია) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
ბ) მეეზოვის (შტატგარეშე პოზიცია) სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

2. მეეზოვის  ფუნქციები  (ძირითადი მოვალეობები):
ა) უნივერსიტეტის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის დალაგება-დასუფთავება;
ბ) უშუალოდ   ხელმძღვანელისა   და   ადმინისტრატორის   მიერ   გაცემული   დავალებების შესრულება.
3. ძირითადი მოთხოვნები:
ა) სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

4. პიროვნული თვისებები:
ა) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ბ) პუნქტუალურობა;
გ) ორგანიზებულობა დ)შრომისმოყვარეობა;
ე)  ენერგიულობა.
5.დამატებითი ინფორმაცია:
ა) სამუშაო პირობები და გრაფიკი განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
ბ) აღნიშნულ პოზიციაზე განაცხადის წარდგენა შეუძლიათ, როგორც მამაკაც, ისე ქალ კანდიდატებს;
6.  აპლიკანტმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია/CV;
7. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტმა 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
8. შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება კორპორატიულ სადაზღვეო სისტემაში.
9. გასაუბრება ჩატარდება 2026 წლის 22 ივნისიდან 2026 წლის 10 ივლისის ჩათვლით 11:00 სთ- დან 13:00 სთ-მდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში.  დაინტერესებული კანდიდატი უნდა გამოცხადდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ( მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1. ოთახი 118)
10. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომერზე:  577943905.
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო     განყოფილებაში მეეზოვეების (შტატგარეშე პოზიციები) შესარჩევად  კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
12. წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, შესყიდვების განყოფილება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტემენტი, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი).
13. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შამათავა

სრულად

ბრძანების N: 168/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული  კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი  ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 373    მუხლის  პირველი   პუნქტის,   ,,საჯარო   სამართლის  იურიდიული   პირის   ივანე ჯავახიშვილის სახელობის     თბილისის      სახელმწიფო    უნივერსიტეტის     წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების   მე-14  მუხლის   პირველი  პუნქტის, ამავე მუხლის   მე-8  პუნქტის ,,ა“, და  ,,პ’’  ქვეპუნქტებისა,  მე-9  პუნქტის, ,,სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის    სამეცნიერო   პერსონალის   სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა  და  სამეცნიერო  თანამდებობების   დაკავების  დამატებითი  პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს    2017 წლის   31 მაისის    N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის  მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი მათემატიკის    სამეცნიერო-კვლევითი   ინსტიტუტის   დებულების მე-10 მუხლის  მე-4  პუნქტის, ინსტიტუტის  დირექტორის  გ.  ჯაიანის  2026 წლის   16 ივნისის N13237/10 წერილის  (თან  ერთვის  ინსტიტუტის საკონკურსო  კომისიის    2026 წლის   15 ივნისის სხდომის შემაჯამებელი  ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს     სსიპ      - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ   სამეცნიერო  - კვლევით  ერთეულში  ილია  ვეკუას სახელობის გამოყენებითი    მათემატიკის    სამეცნიერო-კვლევითი    ინსტიტუტის     - მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული  კონკურსის  შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:


გამოთვლითი მათემატიკისა  და მოდელირების განყოფილება:
არჩილ პაპუკაშვილი      -  მეცნიერი   თანამშრომელი (4  წლის  ვადით)   -  1  საშტატო ერთეული
ნინო ხატიაშვილი  - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული


კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების განყოფილება:
მიხეილ გაგოშიძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 0,5 საშტატო ერთეული


დისკრეტული მათემატიკის განყოფილება:
თენგიზ ტეტუნაშვილი  - მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით)  -   0,5 საშტატო ერთეული
თამარ ქასრაშვილი  -  მეცნიერი   თანამშრომელი (4  წლის  ვადით)   -    0,5  საშტატო ერთეული


2.   დაევალოს  პერსონალის  მართვის   დეპარტმენტს   შრომითი   ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან.
3.  წინამდებარე  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  ილია ვეკუას  სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტი).
5. ბრძანების პირველი ნაწილი ძალაშია 2026 წლის 22 ივნისიდან.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 149/01-01  

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის  იურიდიული  პირის   ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო   უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4  მუხლის   პირველი,  მე-2  და  მე-3  პუნქტების,  შოთა  რუსთაველის  სახელობის ქართული ლიტერატურის დებულების მე-10 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა და შოთა რუსთაველის სახელობის   ქართული   ლიტერატურის    ინსტიტუტის  დირექტორის   ირმა რატიანის 2026 წლის 16 ივნისის N13303/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2026  წლის 15 ივნისის სხდომის ოქმი N5 ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ–ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში  - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის   ინსტიტუტში მეცნიერი  თანამშრომლების   შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) დარეჯან  მენაბდე  - შოთა რუსთაველის  სახელობის ლიტერატურის  ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის  განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი;
ბ) მაია ჯალიაშვილი  - შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის  ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის  განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი;
გ) ადა  ნემსაძე      - შოთა  რუსთაველის   სახელობის  ლიტერატურის   ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის  განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი;

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ    დარეჯან მენაბდე , საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარის  მოადგილედ მაია ჯალიაშვილი,  საკონკურსო კომისიის  მდივნად ადა ნემსაძე.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ   რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 20 ივლისისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის  დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,შოთა  რუსთაველის  სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტი).
6.წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 150/01-01    

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ  და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო, მხატვრული,  სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის N31/02-01 ბრძანებაში ცვლილების   შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების    შესახებ“      საქართველოს კანონის    23-ე    მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის  ,,ზ“   ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,  56-ე მუხლის      მე-2    და    მე-3    ნაწილების,    57-ე  მუხლის,     63-ე  მუხლის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების    მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო  სამართლის იურიდიული  პირის         - ივანე     ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15 მუხლის   პირველი პუნქტის,  მე-16  მუხლის  პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, თსუ-ის საგამოცდო ცენტრის  უფროსის მაია ჩიღვინაძის  2026 წლის 16 ივნისის N13235/10 მოხსენებითი ბარათის და  დამოუკიდებელი შემფასებლის შპს ,,კკ ჯგუფის” 2026 წლის 15 ივნისის დასკვნის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს      ცვლილება   ,,სსიპ           - ივანე      ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის     მიერ   დაინტერესებულ ფიზიკურ      და   იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო,    საგამოცდო,  მხატვრული,  სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და    მომსახურეობის სახეობების   განსაზღვრის         შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის   30 მარტის N31/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული დანართი  N2 ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი N2 - თსუ საგამოცდო ცენტრის განკარგულებაში არსებული სივრცეები).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შამათავა

სრულად

ბრძანების N: 164/02-01      

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ  და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო, მხატვრული,  სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის N31/02-01 ბრძანებაში ცვლილების   შეტანის თაობაზე

 ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16  მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, თსუ-ის საგამოცდო ცენტრის უფროსის მაია ჩიღვინაძის 2026 წლის 16 ივნისის N13235/10 მოხსენებითი ბარათის და დამოუკიდებელი შემფასებლის შპს ,,კკ ჯგუფის” 2026 წლის 15 ივნისის დასკვნის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო,  საგამოცდო, მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და    მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის   30 მარტის N31/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული დანართი  N2  ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული  სახით (დანართი   N2 - თსუ   საგამოცდო ცენტრის განკარგულებაში არსებული სივრცეები).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შამათავა

სრულად

ბრძანების N: 163/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელის და უფროსი მეცნიერი თანამშრომელის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების   შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372-ე მუხლის პირველი,  მე-2,  მე-3  და  მე-5  პუნქტების,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე -14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა" და „პ" ქვეპუნქტების, მე-9   და მე-11 პუნქტების, 32-2 მუხლის პირველი, მე-3, მე-4   და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს    2017 წლის    31 მაისის    N63/2017 დადგენილების   ,,სსიპ    - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა  და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების  დამატებითი  პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ),  „სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი        ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო   განრიგის   დამტკიცების   შესახებ“   თსუ    რექტორის   და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 27 მაისის N9/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას 2026 წლის 3 ივნისის N12193/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის  სახელობის  გეოლოგიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2.მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო  -  კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის  განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3  რეიტინგული  სამეცნიერო  პუბლიკაცია მაინც  სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.   უფროსი მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობაზე  7 წლის ვადით  აირჩევა პირი, რომელსაც აქვს  დოქტორის  ან  მასთან  გათანაბრებული   აკადემიური  ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით,  უმაღლეს  საგანმანათლებლო ან  სხვა  პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული   სამეცნიერო  პუბლიკაციები,  მათ  შორის  არანაკლებ 2  რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. მთავარი მეცნიერი  თანამშრომლის და უფროსი მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების  ერთიანი  წესითა  და სამეცნიერო თანამდებობის  დაკავების დამატებითი პირობების  მე-2 მუხლით განსაზღვრულ  კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული  ვაკანსიის პროფილის მიხედვით;
5.  კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის   15 ივნისს.  საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 16 ივლისიდან 2026 წლის 21 ივლისის ჩათვლით, კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ რექტორს გადაეცეს არაუგვიანეს 2026 წლის  29 ივლისისა;
6. კონკურსი  გამოცხადდეს  ალექსანდრე ჯანელიძის  სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი  თანამშრომლისა  და  უფროსი  მეცნიერი  თანამ შრომლის სამეცნიერო თანამდებობების  დასაკავებლად:
გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორია
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (10 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული პეტროლოგიის, მინერალოგიის, გეოქიმიისა და ლითოლოგიის განყოფილება უფროსი  მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული;
7.   სამეცნიერო    თანამდებობაზე     (მთავარი    მეცნიერი    თანამშრომელი,   უფროსი მეცნიერი  თანამშრომელი) გამოცხადებულ  კონკურსში  მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის   სახელზე  დადგენილი  ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის № 63/2017 დადგენილება, დანართი 2); 
ბ) პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის  გამოცდილების  ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი  პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების  მითითებით და არსებობის  შემთხვევაში   სამეცნიერო-კვლევით  პროექტებში  მონაწილეობის შესახებ);
ვ)  სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  გამოცდილების  ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გაცემული  დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა -   სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ;
8.   საკონკურსო  დოკუმენტების მიღება  იწარმოებს  2026  წლის  16  ივლისიდან  2026 წლის 21 ივლისის  ჩათვლით 11:00-დან 17:00 საათამდე, თსუ  ალექსანდრე ჯანელიძის  სახელობის  გეოლოგიის ინსტიტუტში.  მისამართი:  ქ.  თბილისი,   ა. პოლიტკოვსკაიას ქ. №31, ოთახი №101;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი,   პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 148/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და უფროსი მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე -14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და  ,,პ“  ქვეპუნქტების   , მე-9    და  მე-11  პუნქტების,  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების  დამატებითი პირობების  დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2017 წლის  31 მაისის N 63/2017 დადგენილების  დანართი  N 1-ის  მე-4 მუხლის პირველი, მე-2  და  მე-3  პუნქტების,  ალექსანდრე ჯანელიძის  სახელობის  გეოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის  პირველი პუნქტის, ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას  2026 წლის  3 ივნისის  N12234/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ოქმი N4, 01.06.2026) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ  – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი   მეცნიერი თანამშრომლის და  უფროსი   მეცნიერი   თანამშრომლის  შესარჩევად  დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გურამ ქუთელია – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ   და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
ბ) ზურაბ ლებანიძე – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ   და    საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა    ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
გ) მარიამ ახალკაციშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი.

2.   დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ  გურამ ქუთელია,  საკონკურსო კომისიის   თავმჯდომარის   მოადგილედ  კარლო აქიმიძე,  მდივნად   მარიამ ახალკაციშვილი.
3.   დაევალოს საკონკურსო კომისიას  უზრუნველყოს  კონკურსის  ჩატარება სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.   დაევალოს საკონკურსო  კომისიას   დასამტკიცებლად   წარუდგინოს   თსუ   რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 7 ივლისისა.
5.  წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საფინანსო დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 147/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის   22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, ,,საჯარო  სამართლის იურიდიული  პირის  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების თაობაზე“ sაქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და  ,,პ“  ქვეპუნქტებისა  და  მე-9   პუნქტის, ,,სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო   უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი   სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების   შესახებ”   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი  N1-ის მე-4 მუხლის პირველი,  მე-2 და  მე-3  პუნქტების, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის  მე-4 პუნქტისა და თინათინ  წერეთლის    სახელობის    სახელმწიფოსა    და    სამართლის    ინსტიტუტის დირექტორის ლაშა ბრეგვაძის 2026 წლის 21 მაისის  N11240/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ     – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით    ერთეულში        - თინათინ     წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ირაკლი ბურდული - საკონკურსი  კომისიის  თავჯდომარე  - იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი;

ბ) გიორგი   მახარობლიშვილი      - საკონკურსო   კომისიის    თავჯდომარის მოადგილე - იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

გ)   კობა  ყალიჩავა  -   -   საკონკურსო   კომისიის    მდივანი    -   იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

2.   დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში;
3.   დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ  რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 13 ივლისისა.
4. წინამდებარე   ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  თინათინ  წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი).
5.   წინამდებარე   ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ  ვებ–გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 144/01-01  

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების  შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის  პირველი, მე- 2 და მე-3 პუნქტების, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის   პირველი,  მე-2,  მე-3  და  მე-4  პუნქტების,  მიხეილ  ნოდიას  სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის  ნოდარ ვარამაშვილის   2026 წლის   8 ივნისის N12510/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2026 წლის  5 ივნისის სხდომის ოქმი N3 ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ნანა   ხუნდაძე    - საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის   სამთოგეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი.
ბ) ევგენი საყვარელიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე.
გ) მამუკა ჯახუტაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ    ნანა   ხუნდაძე,   საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარის  მოადგილედ ევგენი საყვარელიძე  და   საკონკურსო კომისიის მდივნად მამუკა ჯახუტაშვილი.
3. დაევალოს საკონკურსო  კომისიას  უზრუნველყოს  კონკურსის  ჩატარება სსიპ  –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს
2017    წლის    31    მაისის    N63/2017    დადგენილებით     დამტკიცებულ   მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს  საკონკურსო   კომისიას   დასამტკიცებლად    წარუდგინოს    თსუ    რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 13 ივლისისა.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის  დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის  სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე    ბრძანების     უნივერსიტეტის    ოფიციალურ   ვებ–გვერდზე    განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 143/01-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და   მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების   - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის  ჩატარების  ერთიანი  წესის  შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს  2024 წლის  22 თებერვლის № 29/2024 დადგენილების  - „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის    აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა   და   პირობების   დამტკიცების   შესახებ“   (დამტკიცებულია   თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი № 3, 18.03.2024წ), „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   ერთიანი   საშტატო   განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 11 მარტის N6/04 ერთობლივი ბრძანების და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის პეტრე ბაბილუას 2026 წლის პირველი ივნისის N11909/28 წერილის
საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.გამოცხადდეს    კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა   ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის    ასისტენტ    - პროფესორად    4 (ოთხი)  წლის  ვადით  შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე
პირი;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 12 ივნისს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 13 ივლისიდან 2026 წლის 17 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2026 წლის 14 აგვისტოსა;
4. კონკურსი  გამოცხადდეს  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:


კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი ტექნიკური ინფორმატიკის კათედრა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია ,,ბ’’


ფიზიკის დეპარტამენტი
არაწრფივი მოვლენების ფიზიკის კათედრა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული -  კატეგორია ,,ა’’


ქიმიის დეპარტამენტი მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული -  კატეგორია ,,ა’’


5. ასისტენტ  -  პროფესორის  თანამდებობაზე  ასარჩევმა  კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ)კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი  ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)   ცნობა   „სქესობრივი   თავისუფლებისა   და   ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)  სამსახურებრივი  გამოცდილების  ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამოტივაციო წერილი;

6. ასისტენტ - პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ  (რაც  ძალაში  შევა  მის  მიერ  შესაბამისი  აკადემიური  თანამდებობის დაკავებისთანავე)  და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ,  რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 13 ივლისიდან 2026 წლის 17 ივლისის ჩათვლით 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 (II კორპუსი) ოთახი N102;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 145/01-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის  შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 პუნქტის  ,,ბ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის № 29/2024 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი № 3, 18.03.2024წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 11 მარტის N6/04 ერთობლივი ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის პეტრე ბაბილუას 2026 წლის პირველი ივნისის N11909/28 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს    კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა   ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის    ასოცირებულ  პროფესორად   7  (შვიდი) წლის  ვადით  შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე  პირი,   რომელსაც   აქვს   არანაკლებ   3   (სამი)   წლის   სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
3. კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 12 ივნისს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 13 ივლისიდან 2026 წლის 17 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2026 წლის 14 აგვისტოსა.
4. კონკურსი  გამოცხადდეს  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ბიოლოგიის დეპარტამენტი
ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია ,,ა’’

გეოგრაფიის დეპარტამენტი
საქართველოს გეოგრაფიის და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრა ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია  ,,ა’’

კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი პრაქტიკული ინფორმატიკის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია  ,,ა’’


5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ)კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი  ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)   ცნობა   „სქესობრივი   თავისუფლებისა   და   ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)    სამსახურებრივი  გამოცდილების  ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ)   სამეცნიერო-პედაგოგიური   მუშაობის   გამოცდილების   დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია. 

6.  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7.   საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება  იწარმოებს 2026  წლის  13  ივლისიდან  2026 წლის 17 ივლისის ჩათვლით  10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 (II კორპუსი) ოთახი N102;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ელექტრონულ გვერდზე;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 146/01-01    

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის  - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი  ოქმი) დამტკიცების შესახებ


 

,უმაღლესი განათლების  შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის  მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების,  პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლისა, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის  27 მაისის 9/04 ერთობლივი ბრძანების  და პეტრე მელიქიშვილის სახელობის  ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ებრალიძის 2026 წლის 4 ივნისის N12302  წერილის  (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2026 წლის 4 ივნისის სხდომის შემაჯამებელი  ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:

ა) მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის  ლაბორატორია:

ნაზი  გელაშვილი -  უფროსი მეცნიერი  თანამშრომელი - (7 წლის ვადით)   1 საშტატო ერთეული

ბ)  ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორია:

მიხაილ  ფარულავა -  მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით)  1 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს  შრომითი  ხელშეკრულებების გაფორმება პეტრე  მელიქიშვილის  სახელობის  ფიზიკური და  ორგანული  ქიმიის ინსტიტუტის არჩეულ პერსონალთან.
3. შემაჯამებელი  ოქმი ძალაში შევიდეს  2026 წლის 15 ივნისისა.
4. წინამდებარე   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე   ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის  ინსტიტუტი).
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 142/01-01    

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  ,,საჯარო  სამართლის  იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ და "ზ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მე-16 მუხლის მე-17, მე-18 მე-20 და 21-ე პუნქტების, "სსიპ ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 27 მაისის N9/04 ერთობლივი ბრძანებისა და თსუ-ის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2026 წლის 8 ივნისის N12522/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2026 წლის  8 ივნისის  სხდომის შემაჯამებელი  ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვროს არჩეულად:
ა) სოფიკო ბერულავა   - ლექსიკოლოგიის განყოფილების მეცნიერი  თანამშრომლის თანამდებობაზე - 0,5 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით);
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება სოფიკო ბერულავასთან.
3. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს 2026 წლის 10 ივნისიდან.
4.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5.   წინამდებარე    ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტი).
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 140/01-01        

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო    უნივერსიტეტის     წესდების     დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო  პერსონალის სამსახურში  მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების  დაკავების  დამატებითი  პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2017 წლის  31 მაისის   N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის  მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის  დებულების მე-10 მუხლის  პირველი და მე-4 პუნქტების, ინსტიტუტის დირექტორის ნინო ფარცვანიას 2026 წლის 3 ივნისის N12228/10 წერილის  (თან  ერთვის  ინსტიტუტის  სამეცნიერო  საბჭოს   2026 წლის     3 ივნისის სხდომის ოქმი N4) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ   – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით  ერთეულში    - ანდრია  რაზმაძის   სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მეცნიერი  თანამშრომლების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) თენგიზ ბუჩუკური - თსუ  ანდრია რაზმაძის  სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის მათემატიკური ფიზიკის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) ნუგზარ შავლაყაძე - თსუ  ანდრია რაზმაძის  სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის დრეკადობის მათემატიკური თეორიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
გ)  ოთარ ჯოხაძე   -  თსუ ანდრია  რაზმაძის   სახელობის  მათემატიკის   ინსტიტუტის დიფერენციალური განტოლებების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ  - ოთარ ჯოხაძე,  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ - თენგიზ ბუჩუკური და საკონკურსო კომისიის მდივნად -  ნუგზარ შავლაყაძე.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის  ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 15 ივლისისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,   პერსონალის მართვის  დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის  სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტი).

6. წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ–გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 139/01-01      

2025/2026 და 2026/2027 სასწავლო წლებისათვის, DAAD-ს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამების ფარგლებში, პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თსუ-ს აკადემიური პერსონალისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის  პერსონალის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N8/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-10 - მე-12 პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის    უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილის (N 12241/10; 04.06.2026) საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. ჩატარდეს კონკურსი 2025/2026 და 2026/2027 სასწავლო წლებისათვის, DAAD- ს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამების ფარგლებში, პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თსუ-ს აკადემიური პერსონალისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2026 წლის 4 ივნისს.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლაშა საღინაძე, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  შოთა  ფოთოლაშვილი,  თსუ  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
გ) მორის შალიკაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განყოფილების უფროსი - ირინა გამყრელიძე.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს  „სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N 8/04,
2025 წლის 6 ოქტომბრის N 15/04 და 9 ოქტომბრის N 16/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    საერთაშორისო     გაცვლით     და მობილობის  პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის საფუძველზე.
7.    წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 137/01-01  

2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინასებული ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტიების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ " საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის    51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის , 55-ე მუხლის პირველი და მე -2 ნაწილების , 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის    2013 წლის    11 სექტემბრის    #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   საჯარო   სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე -8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე  -9 პუნქტის  , მე-11   პუნქტის, ,,სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და  მობილობის  პროგრამებში  მონაწილეობისათვის  შერჩევის  წესის დამტკიცების შესახებ ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის  31 მაისის  N15/04 ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე -4 მუხლის მე -18 - 21-ე პუნქტების და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილის (N 12229/10; 03.06.2026)  საფუძველზე,

ვბრძანებ:


1.ჩატარდეს    კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინასებული ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის    ფარგლებში,   პარტნიორი   ევროპული   უნივერსიტეტების   მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის      2026/2027 სასწავლო   წლის   შემოდგომის სემესტრისთვის   გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.


2.   კონკურსი ჩატარდეს 2026 წლის 4 ივნისს.
3.   დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით


ა)   გიორგი ამირანაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  მარიამ  გერსამია  -  პროფესორი,  სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი;
გ)  ნათელა  ნემსაძე,  ასოცირებული  პროფესორი,  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი;
დ) თამარ    კბილაძე,    ასისტენტ    პროფესორი,    ეკონომიკისა    და    ბიზნესის ფაკულტეტი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს    კომისიის    მდივნად    თსუ    საერთაშორისო    ურთიერთობათა დეპარტამენტის   საერთაშორისო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განყოფილების უფროსი ირინა გამყრელიძე
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და    ,,სსიპ    -    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04, 10 მარტისა N 9/04, 2024 წლის 14 ნოემბრის N 24/04 და 2025 წლის 13 ოქტომბრის    ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 138/01-01

"სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დაფინანსების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღანელის 2026 წლის 28 მაისის N149/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ”  საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული  პირის-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის N24/02-01, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულელის 2023 წლის 23 თებერვლის N43/02-01 და 22 ივნისის N152/02-01 ბრძანებების, სტუდენტური პროექტების  დაფინანსების    განმსაზღვრელი  საბჭოს   თავმჯდომარის გიორგი გრიგოლაშვილის 01.06.2026წ. N11961/10 განცხადების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილება  „სსიპ ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების  განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების  დაფინანსების   შესახებ “ ადმინისტრაციის ხელმძღანელის 2026 წლის   28 მაისის    N149/02-01 ბრძანებაში    და  ბრძანების  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაფინანსდეს, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების  განმსაზღვრელი საბჭოს მიერ 2026 წლის 13 მაისის N114 სხდომის ოქმით გამარჯვებულად გამოვლენილი 52 პროექტი:

1. ფაგების იმუნოლოგია-ფაგოთერაპიის ოპტიმიზაცია;
2. ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიცია 2026;
3. ფეხბურთი, სადაც მსოფლიო ერთიანდება;
4. ელექტრონული მუსიკის საღამო;
5. გაცნობითი  ბანაკი დიდგორზე;
6. მოხალისე;
7. თავისუფლების ერთი გვერდი;
8. კონფერენცია-პირველი რესპუბლიკის პროგრესული გაკვეთილები;
9. ინტელექტუალური ლაბირინთი;
10. ბრილის  სამაროვანი-დაზვერვითი აქეოლოგიური ექსპედიცია;
11. ზემო  იმერეთისა  და ზემო  რაჭის მუნიციპალიტეტების ლანდშაფტთა ზაფხულის მდგომარეობების კვლევა და კომპლექსური გეოგრაფიული კარტოგრაფირება;
12. სტუდენტური ექსკურსიები;
13. ისტორიის  მიღმა;
14. პოდკასტების კონკურსი;
15. ჩემი ფაკულტეტი  კამერის ობიექტივში;
16. რა, სად, როდის;
17. საჯარო ლექცია და დებატები საბანკო სამართლის მიმართულებით;
18. სამართალი რეალობის მიღმა;
19. საგანმანათლებლო ტრივია;
20. წრიული ბილიკი შავი კლდეები ტბაზე;
21. BaskeTSU;
22. 3X3 -ზე კალათბურთის ტურნირი;
23. ტყვიით გამოწვეული ნეიროტოქსიკურობის ფონზე მოზარდ ვირთაგვების ჰიპოკამში   Bax/Bcl-2  დამოკიდებული  აპოპტოზის  რეგულაციაში   ენდოგენური
ჰუმაწიწის როლის შეწავლა;
24. შემეცნებითი გზა მელოურის მიწისქვეშა სამყაროში;
25. ღამე ბიბლიოთკაში-2;
26. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობებეის გეოგრაფიული კვლევა;
27. რხევითი რეაქციების შესწავლა შებრუნებულ მიკროემულსიებში ელექტროკონდუქტომეტრის დახმარებით;
28. Al Cinema Lab (მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი)
29. FIFA-ს ტურნირი;
30. ცოცვა-ფიზიკური და გონებრივი გამოწვევა;
31. მეცნიერთა გონება;
32. შავი ზღვის  საქართველოს სანაპიროს დინამიკა;
33. გზა ფაქტჩეკერობამდე;
34. სამოსამართლო სამართალი;
35. ჯემალ ქარჩხაძე 90;
36. კულტურული ვიქტორინა;
37. ხელბურთის  ჩემპიონატი;
38. თსუ-თარო;
39. მითია თუ რეალობა;
40. ბადმინტონის ტურნირი;
41. კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტური კონფერენცია;
42. სტრატეგიული აზროვნება;
43. Young Folks;
44. ესეების კონკურსი დედაენის დღესთან დაკავშირებით;
45. უნივერსიტეტი ობიექტივში;
46. კოდექსთა კავშირი;
47. ხელშეკრულების აგებულება-დაფარული სამართლებრივი რისკები;
48. WebHackTSU 2026;
49. ენა ცოცხალია;
50. მზიანი ღამე;
51. ფოტოდოკუმენტალისტიკა მაღალმთიან აჭარაში;
52. საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ისტორიული ანალიზი;“


2.  ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
3.  წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს (საფინანსო დეპარტამენტი).
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 152/02-01      

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის  მაძიებელთა პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული  ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის  მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების ,,რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის  დამტკიცების   შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“,  ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01  ბრძანების,  ,,ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  რეზიდენტურის  ალტერნატიული   დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №84/2013   წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის  დეკანის 2026 წლის 28  მაისის  №11733/32 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში  2025-2026  სასწავლო  წლის  გაზაფხულის  სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამაზე:

1.1.   უროლოგია - 2 რეზიდენტი

2. რეზიდენტურის  ალტერნატიული   დიპლომისშემდგომი   განათლების  (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა    პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

2.1. საბუთების მიღება – 08-12 ივნისი;
2.2. გასაუბრება – 15 ივნისი;
2.3. შედეგების გამოცხადება - 17 ივნისი.

3. ბრძანების     უნივერსიტეტის    ოფიციალურ     ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.
6.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი  წესით  ძალაში შესვლის  დღიდან  1 თვის  ვადაში  ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 487/01-04    

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის - პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო   უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების  შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე- 2 და მე-3 პუნქტების, პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის  თეა ლაზარაშვილის 2026 წლის პირველი ივნისის N11864/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს  2026 წლის  28 მაისის  სხდომის ოქმი N3) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ   – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით   ერთეულის     - პაატა   გუგუშვილი  სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში        მთავარი    მეცნიერი     თანამშრომლის    და    მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ა) ლალი ჩაგელიშვილი - აგლაძე – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი.
ბ) რუსუდან დალაქიშვილი - ჭიჭინაძე – ეკონომიკის  დოქტორი, დავით  აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის ასოცირებული პროფესორი.
გ) თამარ დუდაური - ეკონომიკის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.


2.დამტკიცდეს  საკონკურსო  კომისიის   თავმჯდომარედ   ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძე, საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარის   მოადგილედ თამარ დუდაური და საკონკურსო კომისიის  მდივნად  რუსუდან დალაქიშვილი - ჭიჭინაძე.
3.დაევალოს საკონკურსო  კომისიას  უზრუნველყოს  კონკურსის  ჩატარება სსიპ  –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით  დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ  რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2026 წლის 13 ივლისისა.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის  დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის  სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პაატა გუგუშვილი სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი).
6.წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 135/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების  შესახებ"   საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის  მე-2 პუნქტის,  34-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის  მე-2  პუნქტის, ,,კორუფციის  წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’  საქართველოს კანონის მე-13 მუხლის  მე-2 პუნქტის, მე-18 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14  მუხლის   პირველი  პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა" ქვეპუნქტის,   მე-11  პუნქტის,  28-ე  მუხლის, 29-ე  მუხლის მე-2  პუნქტის,   ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის   აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის   N118 დადგენილების  - " სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის    აკადემიური   პერსონალის სამსახურში  მიღებისა  და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი  N10 29. 12. 2014წ), თსუ  აკადემიური საბჭოს   2024 წლის 22 თებერვლის  №29/2024 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის აკადემიური   პერსონალის  (პროფესორი, ასოცირებული   პროფესორი, ასისტენტ- პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა  და პირობების  დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3 18.03.2024წ), „სსიპ
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო  განრიგის დამტკიცების   შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2026 წლის 11 მარტის №6/04 ერთობლივი ბრძანების  და  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის   დეკანის მერაბ ხოხობაიას  2026  წლის  პირველი ივნისის N11904/29 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.    გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.    უნივერსიტეტის ასოცირებულ  პროფესორად 7 (შვიდი)   წლის ვადით  შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი,   რომელსაც  აქვს  არანაკლებ 3   (სამი)   წლის   სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.    კონკურსი   გამოცხადდეს   2026  წლის  5  ივნისს.      საკონკურსო  დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 6 ივლისიდან  2026 წლის 10 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი თსუ  აკადემიურ საბჭოს გადაეცეს  არაუგვიანეს  2026  წლის 31 ივლისისა.
4.    კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორების აკადემიური  თანამდებობების დასაკავებლად:
მაკროეკონომიკის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული -კატეგორია ,,ა”;
მაკროეკონომიკის კათედრა (შრომის ეკონომიკის ქვემიმართულებით)
ასოცირებული პროფესორი -1  საშტატო ერთეული -კატეგორია „ა“;
მიკროეკონომიკის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული -კატეგორია „ა“;
ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული -კატეგორია „ა“;
საერთაშორისო ბიზნესის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული -კატეგორია „ბ“;
აღრიცხვის, ანალიზისა და აუდიტის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 2  საშტატო ერთეული -კატეგორია „ა“;
მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული -კატეგორია „ა“; ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული -კატეგორია „ბ“; მარკეტინგის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული -კატეგორია „ა“; ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრა ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული -კატეგორია „ა“;
5.   ასოცირებული   პროფესორების თანამდებობებზე  ასარჩევმა კანდიდატებმა   უნდა წარმოადგინონ:
ა)  განცხადება     საკონკურსო    კომისიის     სახელზე     (დადგენილი       ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის  ანკეტა, შევსებული დადგენილი  ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა  იყოს როგორც ნაბეჭდი,  ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ“; 
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი  (უცხო   ქვეყანაში  მიღებული განათლების  ან/და სამეცნიერო  ხარისხის   აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)  სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ)  სამეცნიერო  -  პედაგოგიური   მუშაობის  გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი)  სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6.   ასოცირებული   პროფესორის თანამდებობაზე   ასარჩევი    კანდიდატი,  კონკურსში მონაწილეობის მიღების  მიზნით, ვალდებულია  გაეცნოს თსუ  აკადემიური  საბჭოს
2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის  მე-3 პუნქტის მოთხოვნებს,     წერილობით    გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი  აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე)  და  დაადასტუროს   ინფორმაცია  იმის   შესახებ,  რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის  დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 6 ივლისიდან  2026 წლის 10 ივლისის ჩათვლით 1000-დან  1700 საათამდე, შესვენება 1300-დან 1400-მდე  (შაბათ- კვირის   გარდა),  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი,  უნივერსიტეტის  ქ.  N19,  თსუ   X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის  უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 136/01-01